Disable Preloader

ბლოგი

რას მოიცავს ძვლის პლასტიკა სტომატოლოგიაში და როდის გვჭირდება ის?

17 თებერვალი 2025

 

თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, იმპლანტოლოგიურ მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება ძვლის პლასტიკის სხვადასხვა ტექნიკა, რათა აღდგეს დაკარგული ქსოვილი და შესაძლებელი გახდეს იმპლანტაციის პროცესი.

რატომ ხდება საჭირო ძვლის პლასტიკა?

კბილის დაკარგვის ან ამოღების შემთვევაში, იმავე ადგილზე, ძვლოვანი ქსოვილი თანდათანობით იშლება. ეს პროცესი გამოწვეულია იმით, რომ ძვალი ვეღარ იღებს საჭირო დატვირთვას და ორგანიზმი ბუნებრივად ამცირებს მის მოცულობას. შედეგად, ყბის ძვალში იმპლანტის ჩასადგმელად საკმარისი სივრცე აღარ რჩება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ძვლის პლასტიკა, რათა შექმნილი დეფიციტი აღმოიფხვრას. ნებისმიერ შემთხვევაში, სტომატოლოგი გადაწყვეტს, რა სახის ძვლოვანი ჩანაცვლება იქნება ყველაზე ოპტიმალური კონკრეტული პაციენტისთვის.

 ძვლის ქსოვილის დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ კბილის ამოღებით, არამედ პაროდონტული დაავადებებით, ტრავმებითა და ინფექციებით. ხშირად მოცემული პრობლემები პირის ღრუში შეუმჩნევლად ვითარდება და, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, კბილის ფესვის გარშემო ძვლის ატროფიას იწვევს. შედეგად, საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომელიც მოიცავს როგორც ძვლის, ასევე ღრძილოვანი ქსოვილების აღდგენას.

ძვლის პლასტიკის მეთოდები

 დღესდღეობით სტომატოლოგიაში გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ტექნიკა, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან მეთოდოლოგიით და გამოყენებული მასალებით:

  1. ძვლის აუგმენტაცია – პროცედურა, რომელიც გულისხმობს ქვედა ყბის არეში ხელოვნური ან ბუნებრივი მასალის გამოყენებას, ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდის მიზნით. ხშირად გამოიყენება იმპლანტაციისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელადაც.
  2. სინუს ლიფტინგი – ეს პროცედურა საჭიროა მაშინ, როდესაც ზედა ყბის უკანა უბანში ძვლოვანი ქსოვილი არასაკმარისია. სინუსის ღრუ მაღლა იწევს და იქ ხელოვნური ან ბუნებრივი ძვლის მასალა თავსდება, რათა შესაძლებელი გახდეს იმპლანტის წარმატებული ჩასმა.
  3. აუტო ტრანსპლანტაცია – პაციენტის საკუთარი ძვლის ნაწილით დაზიანებული ქსოვილის აღდგენა, რომელიც მოიცავს სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან მასალის ამოღებას, მათ შორისაა: ნეკნის, ქვედა ყბისა და ბარძაყის ძვლები. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან პაციენტის სხეული უკეთ ითვისებს საკუთარ ქსოვილებს.
  4. რეგენერაციული ძვლის აღდგენა – ამ მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალური მემბრანები და მასალები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი ძვლის ქსოვილის ფორმირებას.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

 ძვლის პლასტიკა გეგმიურად და ეტაპობრივად ტარდება. პირველ რიგში, სტომატოლოგი აფასებს პაციენტის ყბის ძვლის მდგომარეობას სპეციალური დიაგნოსტიკური კვლევების – რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით. ამის შემდეგ განისაზღვრება, რა სახის მასალა იქნება გამოყენებული: ეს შეიძლება იყოს პაციენტის საკუთარი ძვლის ნაწილი, დონორული ძვალი ან ბიოლოგიურად შესაბამისი სინთეტიკური მასალა.

 ოპერაციის დროს ძვლის მასალა თავსდება საჭირო ადგილზე, რასაც შეიძლება თან ახლდეს სპეციალური მემბრანის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილის აღდგენას. ზოგიერთ შემთხვევაში, იმპლანტის ჩასმა შესაძლებელია ძვლის პლასტიკის დროსაც, მაგრამ ზოგჯერ  ქსოვილს შეხორცებისთვის რამდენიმე თვეც კი სჭირდება.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

 ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტს აღდგენის პერიოდი ესაჭიროება, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რაც მოიცავს სწორი კვების რეჟიმს, დანიშნული პრეპარატების მიღებას და ჰიგიენის განსაკუთრებულ კონტროლს.

 

ძვლის პლასტიკის დადებითი მხარეები

 ძვლის პლასტიკა მხოლოდ იმპლანტაციისთვის მოსამზადებელი პროცედურა არ არის – ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობაში. ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა ხელს უშლის ყბის დეფორმაციას, ხელს უწყობს სახის სწორი კონტურის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს ძლიერი და მდგრადი კბილების არსებობას. გარდა ამისა, ძვლის პლასტიკის წყალობით, პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმატებით ჩაიტარონ დენტალური იმპლანტაცია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, რომელიც მოიცვს: ნორმალური ღეჭვითი ფუნქციის აღდგენას, მეტყველების გაუმჯობესებას და ესთეტიკურ შედეგს, რომელიც  ამ პროცედურას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

დასკვნა

ბლოგის დასასრულს კი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ძვლის პლასტიკა თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოყენებადი პროცედურაა. ის საშუალებას იძლევა, აღდგეს დაკარგული ძვლოვანი ქსოვილი, რითაც იქმნება ჯანმრთელი და გამძლე პირის ღრუს სტრუქტურა. შესაბამისად, იმპლანტაციისთვის, სახის დეფორმაციის პრევენციისთვის და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, დროული და პროფესიონალური ჩარევა უმნიშვნელოვანესია. თუ გაწუხებთ კბილების ან ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვა, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ “ბლიც დენტალს-კახაბერ ხარებავას” კლინიკას, რათა მიიღოთ საუკეთესო სტომატოლოგიური გამოცდილება და პერსონალიზებული მკურნალობა.