კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად. წარმატებული და სასურველი შედეგი დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ ქირურგის პროფესიონალიზმზე, არამედ ოპერაციის შემდგომ სწორ მოვლაზეც. კბილის იმპლანტაციის შემდგომი პერიოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. ამ პერიოდში პაციენტის სწორი ქცევა და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება განაპირობებს ძვალთან იმპლანტის წარმატებულ შერწყმას, იგივე ოსტეოინტეგრაციას.
ოპერაციიდან პირველი 24 საათითავი უ- ნდა შეიკავოთ ცხელი სასმელებისა და საკვებისგან, ასევე კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აფერხებენ შეხორცების პროცესს. იმპლანტაციის დღეს კბილების გამოხეხვა არ შეიძლება, თუმცა მეორე დღიდან შეგიძლიათ ფრთხილად გაიხეხოთ, რათა არ დავაზიანოთ მექანიკურად საოპერაციო ველი.
ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე შეშუპება და ტკივილი, რაც სრულიად ბუნებრივია. ექიმის მიერ დანიშნული ტკივილგამაყუჩებლები და ანტიბიოტიკები აუცილებლად უნდა მიიღოთ შესაბამისი დანიშნულების მიხედვით. მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ ანტიბიოტიკების მიღება დანიშნულ ვადამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
პირის ღრუს ჰიგიენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კბილების გამოხეხვა უნდა გააგრძელოთ რეგულარულად. თავდაპირველად გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ნაზი მოძრაობებით გაწმინდეთ იმპლანტის გარშემო არეალი. ექიმის რეკომენდაციით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტისეპტიკური სავლები, რათა ჭრილობა სუფთა იყოს და თავიდან აიცილოთ ინფექცია.
კვებასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ მყარ საკვებს, ასევე ძალიან ცხელ ან ცივ კერძებს. უპირატესობა მიანიჭეთ რბილ და თბილ საკვებს, რომელიც არ გააღიზიანებს ჭრილობას.
იმპლანტის ძვალთან წარმატებული შერწყმისა და პროთეზირების ეტაპის დასრულების შემდეგ, გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია პირის ღრუს სათანადო მოვლა. ეს გულისხმობს კბილების რეგულარულ გამოხეხვას დღეში ორჯერ, კბილის ძაფისა და ანტისეპტიკური სავლების გამოყენებას ყოველდღიურად.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. ჩვენს კლინიკაში გირჩევთ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოხვიდეთ პროფესიული ჰიგიენისა და იმპლანტის მდგომარეობის შესამოწმებლად. ეს საშუალებას მოგვცემს დროულად აღმოვაჩინოთ ნებისმიერი პოტენციური პრობლემა და უზრუნველვყოთ დენტალური იმპლანტის ხანგრძლივი და უპრობლემო ფუნქციონირება.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ ზრუნვას თითოეული პაციენტის მიმართ. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის მზად არის მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და რეკომენდაციები, რათა თქვენი ახალი ღიმილი იყოს ჯანმრთელი, ლამაზი და ხანგრძლივი.