Disable Preloader

ბლოგი

იმპლანტაცია და ორთოპედია: ფუნქციისა და ესთეტიკის ჰარმონია

22 ოქტომბერი 2025

კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც. ამ პრობლემის მკურნალობის უალტერნატივო და ყველაზე თანამედროვე მეთოდად მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები დენტალურ იმპლანტაციას მიიჩნევენ.

დენტალური იმპლანტაცია გულისხმობს ყბის ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ იმპლანტის ჩანერგვას. იმპლანტი წარმოადგენს საიმედო საყრდენს, რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი – გვირგვინი. ამ მეთოდით დაკარგული კბილის აღდგენა არა მხოლოდ ცვლის ღიმილის ვიზუალს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირის ღრუს ფუნქციურ მდგომარეობას. ღეჭვის პროცესი ხდება სრულფასოვანი, დატვირთვა თანაბრად ნაწილდება, რაც ხელს უშლის ყბის კუნთების ასიმეტრიულ განვითარებას. გარდა ამისა, იმპლანტი იცავს გვერდითა კბილებს მორყევისგან, რაც ხშირია მწკრივის დარღვევისას.

ციფრული დაგეგმარება: სიზუსტის გარანტია

 

თანამედროვე სტომატოლოგიაში, წარმატებული იმპლანტაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ზუსტ დაგეგმარებასთან. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ იმპლანტაციური მკურნალობის დაგეგმარება ხდება უახლესი ციფრული ტექნოლოგიებისა და ქირურგიული შაბლონების გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს დენტალური იმპლანტების ზუსტ განთავსებას, რაც საბოლოოდ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ პროგნოზირებადი შედეგები შემდგომი ორთოპედიული მკურნალობისას.

ჩვენი კლინიკა არის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი ამიერკავკასიაში. კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია ამ გლობალური ლიდერის მიერ წარმოებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ტექნიკითა და მასალებით, რაც ჩვენს ტექნოლოგიურ უპირატესობას განაპირობებს.

იმპლანტაციის ეტაპები 

იმპლანტაცია არის პროცესი, სადაც თითოეული ეტაპი მიზნად ისახავს ფუნქციური და ესთეტიკური ჰარმონიის მიღწევას:

  1. დაგეგმარება და იმპლანტის ინტეგრაცია: პირველ ეტაპზე ხდება ტიტანის ხელოვნური ფესვის მოთავსება ყბის ძვალში.. ეს პროცედურა, რომელიც დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება, პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ტარდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით.
  2. აბატმენტისა და გვირგვინის დამაგრება: იმპლანტის ძვალთან სრული ინტეგრაციის(შეხორცების) შემდეგ, იმპლანტზე მაგრდება აბატმენტი,რომელიც აკავშირებს ხელოვნურ გვირგვინს მეტალის ფესვთან.
  3. იმპლანტზე მოთავსებული ხელოვნური გვირგვინი კი, როგორვ ვიზუალურად ასევე ფუნქციურად ბუნებრივი კბილის ანალოგია.

 

  1. ფუნქციისა და ესთეტიკის სრულყოფა გვირგვინით

იმპლანტზე მოთავსებული გვირგვინი არის ორთოპედიული მკურნალობის საბოლოო და ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მასალებს, რის შედეგადაც გვირგვინი ბუნებრივ კბილს ძალიან ჰგავს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის სახის მოყვანილობას. იმპლანტზე არსებულ გვირგვინებს აქვს ბუნებრივი კბილის შეგრძნება – როგორც ღეჭვის პროცესში, ისე ენით შეხებისას, რაც პაციენტს უბრუნებს სრულფასოვანი კომფორტის შეგრძნებას.

იმპლანტების მოვლა და ხანგრძლივი შედეგი

დენტალური იმპლანტების მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია.

  • ყოველდღიური ჰიგიენა: გირჩევთ, ყოველდღიურად, საშუალოდ 3 წუთის მანძილზე გაიწმინდოთ პირის ღრუ კბილის ჯაგრისისა და ირიგატორის გამოყენებით, რათა თავიდან აიცილოთ საკვების ნარჩენებისა და ბაქტერიების დაგროვება იმპლანტებს შორის.
  • რეგულარული ვიზიტი: პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია, რომ 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად. ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი თქვენი ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგხვდებათ დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო იმპლანტოლოგები, უმაღლესი ხარისხის იმპლანტები და კომფორტული, თქვენს საჭიროებებზე მორგებული გარემო. ეს ყველაფერი კი თქვენი თავდაჯერებული ღიმილის გარანტიაა.

ჩაეწერეთ საუკეთესო იმპლანტოლოგთან კონსულტაციაზე და გაიღიმეთ თავდაჯერებულად! დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16.