Disable Preloader

ბლოგი

სტომატოლოგია ნარკოზით - უსაფრთხო და კომფორტული მკურნალობა სტრესის გარეშე

02 მარტი 2026

პირის ღრუს ჯანმრთელობა საერთო ზოგადი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს სტომატოლოგთან ვიზიტი კვლავ შიშთან, სტრესთან და ნერვიულობასთან ასოცირდება. ამის გამო ბევრი ადამიანი აჭიანურებს მკურნალობას და თავს არიდებს სტომატოლოგიურ მანიპულაციებს.

ამ გამოწვევის თანამედროვე და ეფექტური გადაწყვეტაა სტომატოლოგია ნარკოზით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სირთულის მანიპულაცია სრულიად უმტკივნეულოდ, მშვიდ გარემოში და ზედმეტი ემოციური დაძაბულობის გარეშე ჩატარდეს.

 

რას გულისხმობს სტომატოლოგია ნარკოზით და რა უპირატესობები აქვს? 

სტომატოლოგია ნარკოზით გულისხმობს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას ზოგადი ანესთეზიით..ტრადიციული ადგილობრივი ანესთეზიისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ უბანს აყუჩებს, ზოგადი ანესთეზია საშუალებას აძლევს პაციენტს სრულად მოდუნდეს და მძაფრი შეგრძნებების გარეშე ჩაიტაროს პროცედურა.

ნარკოზით კბილების გაკეთებას არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, პროცედურა ტარდება ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე. პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ ძილში და ვერ აღიქვამს მიმდინარე მანიპულაციებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და სრულიად აქრობს სტომატოლოგიურ შიშს.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა დროის ეკონომია. ნარკოზის პირობებში ექიმს შეუძლია ერთ ვიზიტში ჩაატაროს რამდენიმე პროცედურა, იქნება ეს კბილის ამოღება, იმპლანტაცია, პროთეზირება თუ სხვა კომპლექსური მკურნალობა. შედეგად მცირდება კლინიკაში ვიზიტების რაოდენობა.

ასევე, ნარკოზი განსაკუთრებით ეფექტურია რთული ქირურგიული ჩარევებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და შშმ პირებში, როდესაც გართულებულია ექიმთან კომუნიკაცია. 

საბოლოოდ, ნარკოზით მკურნალობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს პაციენტისთვის და მშვიდ სამუშაო გარემოს ექიმისთვის, რაც დადებითად აისახება მკურნალობის ხარისხსა და შედეგზე.

 

 

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

სტომატოლოგია ნარკოზით ეტაპობრივად და მკაცრი სამედიცინო პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს, რათა პროცესი იყოს უსაფრთხო და კომფორტული.

  1. კონსულტაცია სტომატოლოგთან: პირველ ეტაპზე ტარდება კონსულტაცია სტომატოლოგთან - ექიმი აფასებს პაციენტის პირისღრუს ზოგად ჯანმრთელობას.
  2. კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან:შემდეგ ინიშნება შესაბამისი წინასაოპერაციო ანალიზები და კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნარკოზი ინდივიდუალურად და უსაფრთხოდ დაიგეგმოს.
  3. მომზადება ოპერაციისთვის: ოპერაციის დღეს პაციენტი სპეციალურ მონიტორინგზე ერთვება - კონტროლდება გულისცემა, სუნთქვა, წნევა და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები. ანესთეზიოლოგი ატარებს ნარკოზს და პაციენტი გადადის მედიკამენტურ ძილში. ამის შემდეგ სტომატოლოგი ასრულებს დაგეგმილ მკურნალობას.
  4. პოსტ-ოპერაციული პერიოდი:პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი გარკვეული დროის განმავლობაში რჩება მეთვალყურეობის ქვეშ. სრულად გამოფხიზლების შემდეგ, პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას, თუ მას არ აღენიშნება რაიმე გართულებები. (თუმცა თანამედროვე სამედიცინო პირობებში და კვალიფიციური ექიმების ხელში ნარკოზის შემდგომი გართულებების რისკი მინიმიმუმადმეა დაყვანილი)

სწორი დაგეგმვისა და პროფესიონალური გუნდის პირობებში პროცესი არის უსაფრთხო, კონტროლირებადი და მაქსიმალურად კომფორტული პაციენტისთვის.

 

 

 

სტომატოლოგიური მანიპულაციები ნარკოზით 

ნარკოზის ქვეშ შესაძლებელია განხორციელდეს როგორც თერაპიული ისე ქირურგიული პროცედურების ჩატარებას: კბილის ექსტრაქცია, იმპლანტაცია, პროთეზირება, ღრძილების მკურნალობა თერაპია და სხვა პროცედურები.

  • კბილის ამოღება ნარკოზით- გულისხმობს ექსტრაქციის ჩატარებას მედიკამენტური ძილის პირობებში, როდესაც პაციენტი არ გრძნობს ტკივილს და სრულად მოდუნებულია. ეს მეთოდი განსაკუთრებით რეკომენდებულია ძლიერი სტომატოლოგიური შიშის, რთული ქირურგიული შემთხვევების ან ერთდროულად რამდენიმე კბილის ამოღების საჭიროების დროს. 
  • სიბრძნის კბილის ამოღება ნარკოზით -კბილის ამოღება ნარკოზით ხშირად გამოიყენება სიბრძნის კბილების რთული ექსტრაქციის დროსაც, რადგან ასეთ შემთხვევაში პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ტექნიკურად უფრო რთული.
  • კბილის იმპლანტაცია ნარკოზით - პაციენტი სრულად მოდუნებულია, არ გრძნობს ტკივილს და ვერ აღიქვამს პროცედურის მიმდინარეობას. ასეთ პირობებში ექიმს შეუძლია მშვიდ გარემოში, მაქსიმალური სიზუსტით და ეფექტურად განახორციელოს იმპლანტაცია, მათ შორის ძვლის აუგმენტაცია ან სხვა დამატებითი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში.

პროცედურების დასრულების შემდეგ პაციენტი რჩება მეთვალყურეობის ქვეშ სრულ გამოფხიზლებამდე და იღებს შესაბამის რეკომენდაციებს რეაბილიტაციისთვის.

 

 

სტომატოლოგიური მკურნალობა ბავშვებისთვის შშმ პირებისთვის

შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მკუნრალობა ნარკოზით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს კომუნიკაციის სირთულე, ძლიერი შიში, ჰიპერაქტიულობა ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ართულებს სტანდარტულ სტომატოლოგიურ ჩარევას.

ზოგადი ანესთეზია ტარდება ანესთეზიოლოგის მკაცრი კონტროლისა და მუდმივი მონიტორინგის პირობებში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას - პაციენტი იმყოფება ძილში, არ გრძნობს ტკივილს და არ განიცდის სტრესს. ეს საშუალებას გვაძლევს ერთ სესიაში ჩატარდეს რამდენიმე საჭიროა მანიპულაცია, რაც ამცირებს ვიზიტების რაოდენობას და ემოციურ დატვირთვას როგორც პაციენტისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის.

პროცედურამდე აუცილებელია ჯანმრთელობის საერთო შეფასება, ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული.  

 

  

ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით - შეიძლება თუ არა

ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით დასაშვებია და გარკვეულ შემთხვევებში რეკომენდებულიც კი. ეს მეთოდი გამოიყენება, როდესაც ბავშვი პატარა ასაკისაა, აქვს ძლიერი შიში ან საჭიროებს ერთდროულად ფართომასშტაბიან მკურნალობას.

ნარკოზის პირობებში პროცედურა ტარდება პედიატრიული ანესთეზიოლოგის კონტროლის ქვეშ, წინასწარი გამოკვლევებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. მედიკამენტური ძილი საშუალებას აძლევს ექიმს მშვიდ გარემოში სრულად ჩაატაროს აუცილებელი მკურნალობა, ხოლო ბავშვს იცავს სტრესისა და ტკივილისგან.

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ბავშვებზე ნარკოზით მკურნალობას ატარებს ექიმი ლია მანია. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მის მიერ ჩატარებული მანიპულაციები ბავშვებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მკურნალობის ხარისხსა და პროფესიონალიზმს.

 

რა ღირს სტომატოლოგიური მომსახურება ნარკოზით?

სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ნარკოზით ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია პროცედურის ტიპზე , მკურნალობის სირთულესა და ხანგრძლივობაზე, ასევე ნარკოზის დროისა და ანესთეზიოლოგიური გუნდის ჩართულობაზე. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ნარკოზის, სტაციონარის, პაციენტის მონიტორინგის და თავად სტომატოლოგიური მანიპულაციის ხარჯები.

აქედან გამომდინარე,  ზუსტი ფასი დგინდება პირველადი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ, როდესაც ექიმი შეადგენს სრულ სამკურნალო გეგმას და პროცედურების მოცულობას.

 

 

კონტაქტი

 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები  გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.