Disable Preloader

ბლოგი

როგორ შევინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა სადღესასწაულო პერიოდში?

28 დეკემბერი 2023

პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ტრადიციულად საახალწლო პერიოდი დატვირთულია მრავალფეროვანი საკვებითა და ტკბილეულით. ტკბილეული, გაზიანი სასმელები და უხვად მიღებული საკვები ხშირად ქმნის იდეალურ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის, რაც, თავის მხრივ, ზრდის კარიესის, ღრძილების ანთება და სხვა უსიამოვნო პრობლემების რისკს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს პირის ღრუს მოვლის ისეთი წესები, რომელთა დაცვაც მოგვცემს საშუალებას, ბოლომდე დავტკბეთ ჩვენთვის საყვარელი, ტრადიციული საახალწლო ნუგბარით და ამასთან ერთად, შევინარჩუნოთ მომხიბვლელი და ჯანსაღი ღიმილი.

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაგირჩევთ, გაანებივროთ საკუთარი თავი, არ მოერიდოთ ჩურჩხელასა თუ გოზინაყს და კბილების ჯანმრთელობა ჩვენი რჩევების გათვალისწინებით შეინარჩუნოთ.

პირის ღრუს მოვლა

პირის ღრუს მოვლა ფუნდამენტურია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ესთეტიკური კუთხით, არამედ პირდაპირ კავშირშია ჩვენს იმუნურ სისტემასთან და კეთილდღეობასთან. პირის ღრუ ხშირად მიიჩნევა სხეულის სარკედ, რადგან მისი მდგომარეობა ხშირად ასახავს ზოგად ჯანმრთელობას. არასათანადო ჰიგიენა იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, რაც პროვოცირებს კარიესს, ღრძილების ანთება, პირის ღრუს ანთება და უსიამოვნო სუნს. დროთა განმავლობაში, ამ პრობლემებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და რესპირატორულ სისტემებზეც კი. ამიტომ, პირის ღრუს ყოველდღიური და საფუძვლიანი მოვლა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ისეთ პერიოდებში, როდესაც კვების რეჟიმი იცვლება.

გაიხეხეთ კბილები სწორად: კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი წესია კბილების რეგულარული და სწორი გახეხვა. კბილების გახეხვა არის ჰიგიენის დაცვის უპირველესი გზა, რომელსაც ნებისმიერი პროფესიონალი სტომატოლოგი გირჩევთ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იხეხავთ კბილებს და იჭერთ კბილის ჯაგრისს. როდესაც ჯაგრისით იწმენდთ  პირის ღრუს, დარწმუნდით, რომ კბილის ჯაგრისი კბილის ზედაპირს ეხება 45-გრადუსიანი კუთხით ღრძილების ხაზის ზემოთა ნაწილში. ეს უზრუნველყოფს ნადების ეფექტურ მოცილებას როგორც კბილის ზედაპირიდან, ასევე ღრძილის კიდეებიდან. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ კბილები მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში უნდა გამოიხეხოთ ისე, რომ კბილების ზედაპირის უმეტეს ნაწილს - როგორც წინა, უკანა მხარეს, ისე შიდა ზედაპირს - კბილის ჯაგრისი სათანადო კუთხით შეეხოსროდესაც კბილების გახეხვის პროცესი დასრულდება, აუცილებლად გაიწმინდეთ ენის ზედაპირი და სასა, რათა დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუ სრულიად თავისუფალია ბაქტერიებისგანეს ყველაფერი თავიდან აგარიდებთ არასასიამოვნო სუნს, რომელიც ხშირად ენაზე დაგროვილი ბაქტერიების შედეგია.

გაითვალისწინეთ ფლოსინგის მნიშვნელობა: ყველამ ვიცით, რომ ფლოსინგი (კბილის გაწმენდა სპეციალური ძაფებით) დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ გახსოვდეთ ერთი რამ: კბილების გახეხვის შემდეგაც კი, კბილების ზედაპირის მინიმუმ 40% ხელუხლებელი რჩება, რადგან ჯაგრისს არ შეუძლია კბილთაშორის სივრცეებში შეღწევა. ძაფების გამოყენება ხელს უწყობს კბილთა შორის სივრცეში დარჩენილი საკვები ნაწილაკების და სხვა ნივთიერებების მოცილებას. ეს ნაწილაკები ხშირად ხდება ნადების და კარიესის განვითარების მიზეზი. ამიტომ რეკომენდირებულია ძაფების გამოყენება დღეში ერთხელ მაინც, უმჯობესია ძილის წინ. პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირის ღრუს ირიგატორი. ირიგატორის მთავარი დანიშნულებაა წყლის პულსის ხარჯზე კბილთაშორისი სივრცეების ნადებისგან გათავისუფლება. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ბრეკეტების, იმპლანტების, ორთოპედიული გვირგვინებისა და ვინირების დროს, სადაც საკვების ნარჩენების დაგროვება უფრო ხშირია.

 

პირის ღრუს სავლები და დამატებითი საშუალებები ჯანსაღი პირის ღრუსთვის

პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მექანიკური წმენდა, არამედ დამხმარე საშუალებების სწორად გამოყენებაც. პირის ღრუს სავლები და სხვა ბუნებრივი საშუალებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ პირის ღრუს მდგომარეობას და ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას, რაც ეხმარება ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა  ღრძილების ანთება და პირის ღრუს ანთება..

გამოიყენეთ პირის ანტიბაქტერიული სავლები და უშაქრო საღეჭი რეზინი: საღეჭი რეზინი კარგი საშუალებაა პირის ღრუში ნერწყვის გამომუშავებისთვის. ნერწყვს აქვს დამცავი ფუნქცია, რადგან იგი აბალანსებს მჟავიანობას პირის ღრუში და ხელს უშლის კბილის ემალის დაზიანებას (კარიესის განვითარებას). ნერწყვი ასევე შეიცავს მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობს კბილის მინანქრის რემინერალიზაციას. საახალწლო პერიოდში, როდესაც ჩვეულებრივზე უფრო მეტ საკვებს, განსაკუთრებით ნახშირწყლებს, ვიღებთ, მნიშვნელოვანია პირის ღრუში დაცული იყოს ნერწყვის ჯანსაღი გამოყოფის (სეკრეციის) პროცესი. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ სავლებს, იგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი და ღრძილების პრობლემები. არსებობს მრავალი სახის პირის ღრუს სავლები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიცავს ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს და ხელს უწყობს შემცირდეს პირის ღრუს ანთება. მნიშვნელოვანია, სავლები იყოს უალკოჰოლო, რადგან ალკოჰოლი აშრობს პირის ღრუს ლორწოვან გარსს და შეიძლება გააღიზიანოს ღრძილები.

გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა: თუკი აქამდე არ იყენებდით ფტორის შემცველ კბილის პასტას, სადღესასწაულო პერიოდში აუცილებლად დაამატეთ იგი თქვენი პირის ღრუს მოვლის რუტინაში. გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა ყოველდღიურად, რადგან ფტორი აჯანსაღებს კბილის ზედაპირს და აწვდის მას საჭირო მინერალებს, რაც ზრდის კბილის მინანქრის მდგრადობას კარიესის მიმართ. ფტორი ასევე ხელს უწყობს კარიესის ადრეული სტადიების შეჩერებას და კბილის ზედაპირის გამაგრებას.

ქაცვის ზეთი პირის ღრუსთვის: ქაცვის ზეთი საუკუნეების მანძილზე გამოიყენება თავისი სამკურნალო თვისებების გამო. ის მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით A, E და C), ანტიოქსიდანტებით და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, როგორიცაა ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავები, რაც მას იდეალურს ხდის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ქაცვის ზეთის პირის ღრუში გამოყენება შესაძლებელია ღრძილების ანთები დროს, რათა შემცირდეს შეშუპება, სიწითლე და ტკივილი. ასევე, ის ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას და აჩქარებს შეხორცების პროცესს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე წვეთი ქაცვის ზეთი უშუალოდ დაზიანებულ უბანზე, ან გამოიყენოთ ის პირის ღრუს სავლები სახით, გახსენით თბილ წყალში (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ზეთი 100 მლ წყალზე) და გამოივლოთ პირში დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. ეს ბუნებრივი საშუალება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხშირად აწუხებს ღრძილების გაღიზიანება, აფთები ან მცირე ჭრილობები პირის ღრუში. ქაცვის ზეთის რეგულარული გამოყენება გააუმჯობესებს პირის ღრუს ლორწოვანის მდგომარეობას და გაზრდის მის დამცავ ფუნქციას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის

 პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს არ მოიცავს. ცხოვრების წესი, კვების ჩვევები და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ აისახება კბილებისა და ღრძილების მდგომარეობაზე. ჯანსაღი ჩვევების დანერგვა და მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება გადამწყვეტ როლს თამაშობს პირის ღრუს გრძელვადიანი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

მოერიდეთ თამბაქოს: თამბაქოზე უარის თქმა არის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, რითაც შეგიძლიათ დაიცვათ პირის ღრუ სერიოზული გართულებებისაგან. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, რაც ზრდის ღრძილების ანთება (პაროდონტიტი), კბილის კარიესის, უსიამოვნო სუნის და, რაც ყველაზე საშიშია, პირის ღრუს კიბოს რისკს. თამბაქოს კვამლი აზიანებს ღრძილების ქსოვილებს, აფერხებს სისხლის მიმოქცევას და ართულებს ჭრილობების შეხორცებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ანთება. თამბაქოს მოხმარების შემცირება ან სრულად მიტოვება მნიშვნელოვნად ამცირებს პაროდონტის დაავადებების განვითარებას და აუმჯობესებს პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას, უბრუნებს მას ჯანსაღ იერს.

დალიეთ ბევრი წყალი: წყლის სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს იგი ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ, განსაკუთრებით თუ ის შეიცავს ფტორს. გარდა ამისა, წყალი ხელს უწყობს პირის ღრუს გასუფთავებას საკვების ნარჩენებისგან და მჟავებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ბაქტერიების მიერ. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ სადღესასწაულო პერიოდში ყოველდღიურად მიიღებთ წყლის საკმარის რაოდენობას. წყალი ასევე აუცილებელია ნერწყვის  გამომუშავებისთვის, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადამწყვეტია პირის ღრუს დამცავი ფუნქციისთვის. წყლის მიღება ასევე ხელს უწყობს პირის ღრუში სიმშრალის თავიდან აცილებას, რაც ხშირად იწვევს უსიამოვნო სუნს და ბაქტერიების გამრავლებას.

პროფესიონალური მოვლა 

დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან: პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად

როგორ შევინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა სადღესასწაულო პერიოდში?

 

შემოგვიერთდით
სიახლეების გამოწერა
სამუშაო საათები
  • ორშაბათი :
    10:00 am - 9:00 pm
  • სამშაბათი :
    10:00 am - 9:00 pm
  • ოთხშაბათი :
    10:00 am - 9:00 pm
  • ხუთშაბათი :
    10:00 am - 9:00 pm
  • პარასკევი :
    10:00 am - 9:00 pm
  • შაბათი :
    10:00 am - 7:00 pm
  • კვირა :
    10:00 am - 7:00 pm