Disable Preloader

სიახლეები

არასწორი თანკბილვა და ბრეკეტები

01 დეკემბერი 2020

რთულია გაიღიმო თავდაჯერებულად, როცა არასწორი თანკბილვით გამოწვეული დისკომფორტი გაწუხებს. დღესდღეობით, ორთოდონტია იმ დონეზეა განვითარებული, რომ არასწორი თანკბილვის მკურნალობა და თავდაჯერებულობის დაბრუნება სხვებისთვის თითქმის შეუმჩნევლადაც კი შეგიძლიათ (ელაინერის დახმარებით).
 
კახაბერ ხარებავას კლინიკაში არასწორ თანკბილვას ელაინერის, კერამიკული, მეტალისა და ლინგვალური ბრეკეტების დახმარებით ვმკურნალობთ. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ელაინერი - კაპებით მკურნალობა

ელაინერი საუკეთესო ვარიანტია, თუ გსურთ, რომ თქვენმა მკურნალობამ სხვებისთვის შეუმჩნევლად ჩაიაროს, ვინაიდან, იგი გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული, არ ჩანს და დიქციაზეც არ ახდენს გავლენას. მისი შესაძლებლობები ნებისმიერი ტიპის ბრეკეტის შესაძლებლობებს უტოლდება. კვების დროს ელაინერი იხსნება, შესაბამისად, არ ხართ შეზღუდული საკვების მიღებისას.

კერამიკული ბრეკეტი

ბრეკეტის ეს სახეობა, თავისი გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, გარკვეული მანძილიდან ნაკლებად შესამჩნევია გარშემომყოფთათვის. მისი შესაძლებლობები მეტალის ბრეკეტისას უტოლდება. 

მეტალის ბრეკეტი

მეტალის ბრეკეტი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. იგი ვერცხლისფერია, თუმცა, სპეციალური რეზინების დახმარებით, (რომლებიც ცვლადია) შესაძლებელია ბრეკეტების სხვადასხვა ფერით გაფერადება 

ლინგვალური ბრეკეტი

ბრეკეტის ეს სახეობა უჩინარია, რადგან კბილების შიდა (სასისკენა და ენისკენა) ზედაპირზე ფიქსირდება.
ლინგვალურ ბრეკეტებს გარკვეული შეზღუდვები აქვს, თანკბილვიდან გამომდინარე.
 
ბრეკეტების სახეობის შერჩევა დიაგნოსტირების შემდეგ, ექიმისა და პაციენტის ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება 
 
ანდეთ თავი პროფესიონალებს, აირჩიეთ ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა და გაიღიმეთ თავდაჯერებულად.