Disable Preloader

სიახლეები

ავსტრიელი და გერმანელი კოლეგების ვიზიტი

06 ივნისი 2025

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკას“ გერმანიიდან და ავსტრიიდან სტომატოლოგი კოლეგები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი სტუმრები დეტალურად გაეცნენ კლინიკის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და ინოვაციურ მიდგომებს. ეს ყოველივე უზრუნველყოფს ჩვენს კლინიკაში არსებული მკურნალობის პროცესის მაღალ ხარისხსა და პაციენტების მაქსიმალურ კომფორტს.
შეხვედრის მთავარი მიზანი პროფესიული გამოცდილების გაზიარება იყო. განვიხილეთ თანამედროვე სტომატოლოგიური პრაქტიკის უახლესი ტენდენციები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მუდმივად ზრუნავს ხარისხისა და ინოვაციების გაუმჯობესებაზე და განაგრძობს საერთაშორისო პროფესიული ურთიერთობების განვითარებას.