სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს კლინიკის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და ინოვაციური სამკურნალო მიდგომები, რომლებიც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს და პაციენტებისთვის მაქსიმალურ კომფორტს.
ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე სტომატოლოგიური ტენდენციების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
„ბლიც დენტალ – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მუდმივად ზრუნავს საერთაშორისო პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინოვაციების დანერგვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე — რაც ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.