Disable Preloader

სიახლეები

დაიძინეთ და გაიღვიძეთ კბილებით

07 აგვისტო 2025

 

„ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკისა“ და „American Hospital Tbilisi“-ს თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე არაერთი მასშტაბური და წარმატებული ოპერაცია ჩატარდა ,რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ერთობლივი მუშაობის ეფექტურობას.

სტომატოლოგიური მკურნალობა შშმ პირებისთვის ხშირად დაკავშირებულია სირთულეებთან, რის გამოც ბევრ მათგანს წლების განმავლობაში არ ჰქონდა წვდომა სრულფასოვან, უსაფრთხო და მაღალხარისხიან მომსახურებაზე. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი კლინიკისა და “American Hospital Tbilisi”-ის უნიკალური კოლაბორაცია გახდა ერთადერთი გზა, რომელმაც რეალურად მისცა ამ პაციენტებს შესაძლებლობა ჩაუტარდეთ მასშტაბური სტომატოლოგიური ოპერაციები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით, American Hospital Tbilisi-ის ტექნოლოგიურად აღჭურვილ სივრცეში, “ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკის” გამოცდილი ექიმები უმოკლეს დროში აგვარებენ პაციენტების სტომატოლოგიურ პრობლემებს. მრავალი მშობელი აღნიშნავს, რომ დღემდე ვერც ერთ კლინიკაში ვერ მიიღეს მსგავსი სერვისი, რაც აქამდე სამწუხაროდ, არაერთ შშმ პირს მკურნალობის მიღმა ტოვებდა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ არა მხოლოდ ვაწვდით მაღალპროფესიულ მომსახურებას პაცეინტებს, არამედ ვქმნით ერთობლივ სივრცეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მასშტაბური სტომატოლოგიური სერვისი უმოკლეს დროში განვახორციელოთ.