Disable Preloader

სიახლეები

ჩვენ ვირჩევთ საუკეთესოს: საერთაშორისო კვლევამ Vita Enamic-ის გრძელვადიანი სტაბილურობა დაადასტურა

08 ოქტომბერი 2025

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მკურნალობის უმაღლესი ხარისხის სტანდარტი, რაშიც გადამწყვეტი როლი ინოვაციურ და კვლევებით დადასტურებულ მასალებს უკავია.

სიამაყით გაცნობებთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ მასალის უპირატესობა, რომელსაც ჩვენს კლინიკაში წლებია აქტიურად ვიყენებთ: გერმანული მწარმოებლის, VITA-ს, ჰიბრიდული კერამიკა Vita Enamic.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა, რომელიც ოკლუზიური ვინირების მასალების ცვეთასა და აბრაზიულობას იკვლევდა. კვლევის მთავარი დასკვნით, Vita Enamic-ს აქვს:

  • ყველაზე დაბალი საერთო ცვეთა, რითაც უზრუნველყოფს კბილების ფუნქციური სიმაღლის (VDO) გრძელვადიან და უმაღლეს სტაბილურობას.
  • მინიმალური აბრაზიულობა მოპირდაპირე ბუნებრივი კბილის მიმართ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ქსოვილების დაცვისთვის.

ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Vita Enamic არის საუკეთესო არჩევანი იმ პაციენტებისთვის, ვისაც სურს, აღდგენილი კბილების ხარისხი იყოს უმაღლესი დონის და ემსახურებოდეს მათ წლების განმავლობაში.

ამას ემატება ის უნიკალური კლინიკური კომფორტი, რომელსაც Vita Enamic იძლევა: უმეტეს შემთხვევაში, რესტავრაცია ტარდება კბილის მინიმალური პრეპარირებით ან სულაც პრეპარირების გარეშე, ანესთეზიის გარეშე და სულ რაღაც ერთ დღეში – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ მხოლოდ ისეთი მასალები და მეთოდები, რომლებიც დადასტურებულია წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებით. Vita Enamic-ის უპირატესობის დადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებსაც „ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკა“ სთავაზობს პაციენტებს.

[კვლევის ლინკი: https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/39095215/