პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, გენეტიკური ფაქტორებით გამოწვეული სტომატოლოგიური პრობლემები კვლავ აქტუალურ და მწვავე გამოწვევად რჩება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ქვეყნებისთვის.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გუნდს დღეს გვსურს გესაუბროთ, ისეთი სტომატოლოგიური პრობლემების შესახებ, რომელთა ძირითადი გამომწვევი ფაქტორი პაციენტის გენეტიკაა და რომელთა აღმოფხვრაც მარტივი სტომატოლოგიური მანიპულაციებით არის შესაძლებელი.
თანამედროვე სილამაზის სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მიმზიდველ და ესთეტიურ ღიმილად ითვლება ისეთი შემთხვევები, როცა ზედა ტუჩების ქვედა ხაზი გადის ღრძილების ზედა კიდეებზე და ღიმილისას ღრძილი მინიმუმ 90%-ით დაფარულია. იმ შემთხვევაში თუ ღიმილისას ფართოდ ჩანს ღრძილები, ხოლო კბილების გვირგვინი სახის მოყვანილობასთან შედარებით არასიმეტრიული და მოკლეა - ღიმილი კარგავს მიმზიდველობას. ასეთ შემთხვევებს სტომატოლოგიაში „ღრძილოვანი ღიმილი“ ეწოდება. ღრძილოვანი ღიმილის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გენეტიკაა. შანსი იმისა, რომ ბავშვს პირის ღრუს სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოუვლინდეს „ღრძილოვანი ღიმილი“ თითქმის 50%-ით იზრდება იმ შემთხვევაში თუ მშობლებიდან ერთ-ერთს მაინც აღენიშნება მსგავსი პრობლემა. საბედნიეროდ, 21-საუკუნის სტომატოლოგია გვთავაზობს ამ საკითხის მოგვარების მარტივ და ეფექტურ მეთოდებს. კერძოდ, ტუჩის ჰიპერმობილობის (როდესაც ზედა ტუჩი, ღიმილის დროს ნორმაზე მეტად იწევა მაღლა) შემთხვევაში მკურნალობის ორი გზა არსებობს: სრულდება ტუჩის რეპოზიციონორება ქირურგიული მეთოდით ან ტუჩის ბოტოქსით ინექციები.
ღრძილოვანი ღიმილისაგან განსხვავებით, ღრძილების ჭარბი ზრდა გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ღიმილისას ტუჩის მიერ კბილისა და ღრძილის დაფარვის პროპორცია დაცულია, თუმცა, ღრძილის ქსოვილი საკმაოდ მოცულობითია და იგი ღიმილისას არაესთეტიკურად ჩანს. გენეტიკური ფაქტორების გარდა ღრძილის ჭარბი ზრდა შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღების გვერდით მოვლენად ღრძილის ჭარბი ზრდა სახელდება. ასეთი პრეპარატებია: იმუნოსუპრესორები, კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიკონვულსანტები. ასევე, შესაძლებელია ღრძილის ქსოვილს არ აღენიშნებოდეს არანაირი პათოლოგია და კბილების გვირგვინები მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდეს მოკლედ და არასიმეტრიულად. ასეთ შემთხვევებში კლინიკურ დიაგნოზს წარმოადგენს - კბილთა ამოჭრის ნორმალური პროცესის დარღევა, რაც ადამიანის ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას არ აზიანებს. რასაკვირველია,ესთეტიკური მიზნით, შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ე.წ. „მოკლე კბილები“ და „ დიდი ღრძილები“ დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული.ღრძილების დამოკლების ხარჯზე, კბილის გვირგვინის ვიზუალური დაგრძელება საკმაოდ ხშირი პროცედურაა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. ამ ჩარევის დროს საჭიროა დაფარული კბილის გვირგვინის ზედა ნაწილი განთავისუფლდეს ღრძილის საფარისაგან და სრულად გამოჩნდეს. სწორედ ეს გვაძლევს ვიზუალურად ფართო გვირგვინის ზედაპირს. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საკმარისია მხოლოდ ღრძილის კიდის მოკვეთა (გინგივექტომია), ზოგჯერ კი ღრძილის ქვეშ ძვლის ქსოვილის მცირედი ნაწილის მოშორება ხდება აუცილებელი (ოსტეოტომია).
გინგივექტომიის პროცედურა საკმაოდ მარტივია და იგი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში სრულდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რადგან ჭრილობა ხორცდება რამდენიმე დღეში. მიღებული შედეგიც საკმაოდ მალე ხდება შესამჩნევი, როგორც პაციენტისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის. იცვლება ღრძილის კონტურული ხაზი - ის ჯანსაღად გამოიყურება, ასევე, იცვლება კბილის ფორმა და ზომა - ღიმილი უფრო მომხიბვლელი ხდება
ოსტეოტომია ესაა ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ძვლის ნაწილის მოცილების ხარჯზე ხდება ღრძილის კონტურის კორექტირება. ამ მეთოდს ყბა-სახის ქირურგები მიმართავენ მაშინ, როდესაც სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად რბილი ქსოვილების კორექცია (ღრძილის მოჭრა) საკმარისი არ არის.
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მცირედი კოსმეტიკური ჩარევით სამუდამოდ დაემშვიდობოთ გენეტიკით გამოწვეულ, ღრძილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ჩვენს კლინიკაში, თქვენ გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა შეკითხვას და დაგეხმარებიან რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16