„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავს კლინიკის“ გუნდს დღეს გვსურს გესაუბროთ ისეთ სტომატოლოგიურ პრობლემებზე რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია კონკრეტული ასაკობრივ ჯგუფებში.
როდესაც ვსაუბრობთ ასაკსა და მასთან დაკავშირებულ სტომატოლოგიურ პრობლემებზე, საუბარი აუცილებლად სარძევე კბილების კარიესით უნდა დავიწყოთ.ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების კარიესის ნიშნების აღმოჩენა მშობლისთვის საკმაოდ მარტივია. ამ დროს კბილებზე ჩნდება თეთრი ან მოყავისფრო ლაქები და აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა ტემპერატურულ გამღიზიანებელზე (ცივი, ცხელი), შესაძლოა გაჩნდეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. აღნიშნული სიმპტომების გაჩენისთანავე სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს, რადგან კარისული პროცესები ბავშვთა ასაკში, ზრდასრულებთან შედარებით, ძალზე სწრაფად პროგრესირებს. მისთვის დამახასიათებელია მეზობელი კბილების სწრაფი დაზიანება. თუკი დროულად არ მოხდება რეაგირება, შესაძლოა თქვენი შვილის მთელი კბილთა რკალიც კი ჩაერთოს კარიესულ პროცესებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული 2023 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს სრული მოსახლეობის 27% ხოლო 18 დან 45 წლამდე საქართველოს მოსახლეობის 46% რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს. სწორედ ამიტომ, 18 დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებითაა გაზრდილი ის სტომატოლოგიური რისკები, რომელსაც სიგარეტისა და თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის მოხმარება იწვევს. თითოეული ღერი სიგარეტის მოწევისას, როცა თამბაქოს კვამლი პირის ღრუში გუბდებ,ა კბილის მინანქარი საგრძნობლად ზიანდება - ჩნდება კარიესი, ღიზიანდება ღრძილები, კბილები ყვითლდება, აღინიშნება პიგმენტური ნადები და ხშირად, სტომატიტიც ვითარდება.
სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზად ლორწოვანი გარსის მექანიკური (გარე ფაქტორებზე დამოკიდებული) დაზიანება სახელდება. ამ დროს პირის ღრუში აღწევენ ბაქტერები, რომლებიც ლოკალურად ვითარდებიან. სტომატიტი უმეტესად მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე ნათლად გამოხატული პრობლემა მწეველებისათვის, ასევე არის ჰალითოზი - იგივე უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებმა დაიცვან პირის ღრუს ჰიგიენის წესები და ინიმუმ 6 თვეში ერთხელ მიმართონ სტომატოლოგს პროფესიონალური წმენდისათვის.
ადენტია გულისხმობს პირის ღრუში კბილების სრულ ან ნაწილობრივ ნაკლოვანებას და იგი ძრითადად 45 და მეტი ასაკის პაციენტებში გვხვდება.
კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება ადენტიის სხვადასხვა ტიპი, ესენია: პირველადი ან მეორადი ადენტია ან სრული და ნაწილობრივი ადენტია.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის ადენტია აწუხებს პაციენტს, თუნდაც ერთი კბილის არქონა პირის ღრუში, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით. კბილების იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. დენტალური იმპლანტის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ბუნებრივი კბილების მსგავსია და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს78. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იღიმით და საუბრობთ, იმპლანტის ფერისა და მასზე განთავსებული გვირგვინის - კბილის ემალის მსგავსი სიპრიალის გათვალისწინებით შეუძლებელია ითქვას, რომ ის ხელოვნურია. ამასთან ერთად, იმპლანტის ხელოვნური გვირგვინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს, არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რომელსაც პაციენტი იღებს ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში ხელოვნური იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ. იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტი არის დამზადებული ძალიან მყარი მასალისგან, ის უძლებს დიდ დატვირთვას და არის საკმაოდ მდგრადი ცვეთის მიმართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დენტალურ იმპლანტებს დადებითი გავლენა აქვს პაციენტის თვითშეფასებაზე. კბილების იმპლანტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და პაციენტს აძლევს საშუალებას დატკბეს მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა (ვერა, ქუიშვილის ქ. 11) მსოფლისო წამყვანი ბრენდის - Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდს მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16