ესთეტიკური სტომატოლოგია, როგორც სტომატოლოგიური მეცნიერების დარგი რომელსაც დღეს ყველა ჩვენგანი მეტნაკლებად კარგად ვიცნობთ, სამედიცინო მომსახურების ბაზარზე XX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, ხოლო კბილის მკურნალობის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ესთეტიკის პრინციპები და სილამაზის ცნება სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო, მაგრამ ადამიანების სურვილი, ჰქონოდათ რაც შეიძლება მომხიბვლელი და ლამაზი ღიმილი, მუდამ არსებობდა. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის გუნდს დღეს გვსურს ცოტაოდენი გიამბოთ ესთეტიური სტომატოლოგიის ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა სილამაზის სტანდარტები კაცობრიობის ისტორიაში და რა ცვლილებები განიცადა ესთეტიკურმა სტომატოლოგიამ.
ესთეტიკის ნორმები ყველა ეპოქაში იცვლებოდა და მრავალფეროვანი იყო. დღესდღეობით, სამყაროს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ერები სილამაზეს განსხვავებულად აღიქვამენ. გარეგნობაში ესთეტიკურ ჩარევებს კი ადამიანი ოდითგანვე ესწრაფოდა. კბილების კოსმეტიკური კონტურირება ერთ-ერთი პირველი სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელმაც ჩვენს თანამედროვეობამდე შენახული თავის ქალების საშუალებით მოაღწია. მაგალითად, მაიას ხალხი კბილებს იმახვილებდა, უდიდეს სილამაზედ ითვლებოდა კოსმეტიკური მიზნით შესრულებული ძვირფასი ქვების ჩანართები. კუნძულ ბალიზე ქალები წინა კბილების მინანქარს იქლიბავდნენ და ასე შემდეგ. ანტიკურ პერიოდში სილამაზის თავისებური კანონები არსებობდა. მაგალითად, ძველმა ეგვიპტელებმა ასეთი ფორმულა შექმნეს: ხელის შუა თითის სიმაღლე 19-ჯერ ეტევა ადამიანის სხეულის სიმაღლეში (კისერსა და თავზე 3-ჯერ). ძველი საბერძნეთის მოქანდაკე პოლიკლეტმა ასეთი კანონზომიერება შეიმუშავა: სახის სიმაღლე 10-ჯერ ეტევა სხეულის სიმაღლეში. პოლიკლეტის წყალობით სტომატოლოგიაში არსებობს ცნება სახის ფიზიონომიური სიმაღლე (მანძილი თმების ხაზიდან ნიკაპამდე). რაც შეეხება უფრო გვიანდელ პერიოდს, აღორძინების ეპოქას, ამ პერიოდმა არა მარტო მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ხელოვნების თვალწარმტაცი ნიმუშები, არამედ სამედიცინო და კერძოდ სტომატოლოგიური აღმოჩენებიც დაგვიტოვა. ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, ტიციანმა დიდი წვლილი შეიტანეს ანატომიის განვითარებაში: მათმა ნამუშევრებმა აიძულეს სამყარო სხვაგვარად შეეხედათ ადამიანის სხეულისთვის, სწორედ მათი წყალობით ჩამოყალიბდა ადამიანის სხეულის ესთეტიკური კანონები. ესთეტიკური სტომატოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიქელანჯელოს მიერ აღმოჩენილი 3 ნაწილის (შუბლის, ცხვირისა და პირ-ნიკაპის) თანასწორობის კანონი, რომელიც, დღემდე, მიჩნეულია სილამაზისა და სახის ნაკვთების პროპორციულობის ერთ-ერთ ძირითად სტანდარტად.
სტომატოლოგიას როგორც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მეცინიერებას მე-19 საუკუნიდან ვიცნობთ, მე-19 საუკუნე ორთოდონტიული სტომატოლოგიის დასაწყისია. პირველად, ექიმებმა სწორედ ამ დროს დაიწყეს კბილების აგებულების, ანომალიებისა და დეფორმაციების შესწავლა. კნეიზელმა, 1836 წელს დაწერა წიგნი თანკბილვის ანომალიებზე. XX საუკუნის 60-იან წლებში რიკეტსმა აღმოაჩინა, რომ ოქროს კვეთის წესი გამოყენებადია ესთეტიკურ სტომატოლოგიაშიც (მაგალითად, ზედა ცენტრალური საჭრელი კბილის სიგანე ქვედას სიგანეს შეეფარდება პროპორციით 1:1,618 – ოქროს კვეთის ფორმულა).
როდესაც ვსაუბრობთ 21 საუკუნს ესთეტიკურ სტომატოლოგიაზე, აუცილებელია ხაზი გავუსვათ თანამედროვეობის ყველა იმ მიღწევას, რომელმაც სასურველი ღიმილის მიღება გაადვილა. ჩვენს ეპოქაში თითქმის ყოველ დღე ვითარდება და იხვეწება არა მარტო ის დანადგარები, რომლის გამოყენებითაც ექიმები ეხმარებიან პაციენტებს მიიღონ სასურველი შედეგი, არამედ მეთოდებიც, რომლებსაც სტომატოლოგები იყენებენ.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია მრავლწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური გუნდით. 2018 წლიდან “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად დატკბნენ ჯანსაღი ღიმილით. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია გაამართლოს პაციენტების მოლოდინები. ჩვენი პაციენტებისათვის კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია. სწორედ ეს აძლევს ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობას ოპერატიულად, ერთ მისამართზე მიიღონ ყველა საჭირო სტომატოლოგიური სერვისი. პაციენტისთვის სასურველი შედეგის მიღებაში, ჩვენს პროფესიონალთა გუნდს ეხმარება “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" უახლესი დანადგარებითა და სამკურნალო მასალებით აღჭურვილი ლაბორატორია.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გირჩევთ, გამოიყენოთ თანამედროვე სტომტოლოგიური მეცნიერების უახლესი მიღწევები და აღმოჩენები, მოაგვაროთ თქვენი პირის ღრუს ესთეტიკასთან დაკავშირებული პრობლემები და რაც შეიძლება დიდ ხანს დატკბეთ მომხიბვლელი ჰოლოვუდური ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, ხოლო სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16