გაზაფხულის მზიანი დღეები ყოველი ჩვენგანისთვის სიახლეებთან ასოცირდება და ერთგვარი მოტივაციაა გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი, ავიხდინოთ სურვილები და დავისახოთ მიზნები. ჩვენი სურვილების ნაწილი ჩვენი გარეგნობისა და განსაკუთრებით, ღიმილის გაუმჯობესებას უკავშირდება. ბლოგში, დღეს გვინდა გესაუბროთ იმ პროცედურებზე, რომლებიც დაგეხმარებათ სრულიად განაახლოთ თქვენი ღიმილი.
ვინირება თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სურვილისამებრ, კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთ ჰქონდეთ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”. თუმცა, ესთეტიკური მიზნების გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიესული დაზიანების, კბილის მინანქრის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევებში. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან, ფასადურად ეკვრის კბილს. კერამიკული ვინირების დამზადება შესაძლებელია თანკბილვის პროცესის ჩამოყალიბების დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელსაც სურს უშუალოდ კბილებზე არსებული ვიზუალური ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა. ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენ გაქვთ: ფერშეცვლილი კბილი, ბზარები კბილებზე, მსუბუქად გაცვეთილი კბილები, არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები, კბილთაშორისი დაშორებები (დიასთემები, ტრემები).
კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას უსაფრთხო აპარატურის გამოყენებით. ნადებისაგან კბილების წმენდა არა მარტო პირის ღრუსა და კბილების ვიზუალის გაუმჯობესების, არამედ პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე პოპულარული მეთოდია. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაც არის. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიაა. სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლა, ვერ უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების სრულყოფილ მოშორებას, ისე, რომ არ დავაზიანოთ ღრძილები,ამიტომ, 6 თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი. პროფესიული წმენდა გულისხმობს: კბილის ქვების მოშორებას მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით, ასევე ზედაპირული ნადების მოშორებას, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.
იმისთვის, რომ თქვენი კბილები ბუნებრივ ფერთან შედარებით რამდენიმე ტონით გათეთრდეს აუცილებელია კბილების გათეთრებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარება. ღიმილს მომხიბვლელსა და სასიამოვნოს, პირველ რიგში, კბილებს თეთრი, ჯანსაღი ფერი და ბრწყინვალება ხდის. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი:
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან დატკბეთ „ჰოლივუდის ღიმილით“ რაც შეიძლება მოკლე დროში.