Disable Preloader

ბლოგი

დენტალური იმპლანტების 10 უპირატესობა

15 დეკემბერი 2021

დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს. დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). მიუხედავად იმისა, რომ კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, კბილის იმპლანტები რჩება ყველაზე ინოვაციურ გადაწყვეტილებად. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტები მაგრდება დაკარგული კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება. სტომატოლოგიური იმპლანტების მრავალი უპირატესობიდან გამოიყოფა ათი მთავარი, რომელიც ხაზს უსვამს, რამდენად კომფორტულია ისინი პაციენტებისათვის.

1. დენტალური იმპლანტები ბუნებრივ კბილებს ჰგავს

დენტალური იმპლანტების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ისინი ბუნებრივ კბილებს ჰგვანან და ჰარმონიულად ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იღიმით და საუბრობთ, დენტალური იმპლანტების დამახასიათებელი ფერისა და ბუნებრივი კბილის ემალთან მიახლოებული სიპრიალის გათვალისწინებით შეუძლებელია ითქვას, რომ ისინი ხელოვნურია.

2. დენტალურ იმპლანტს აქვს ბუნებრივი კბილის შეგრძნება

დენტალური იმპლანტები ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილებს, არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რომელსაც პაციენტი იღებს მისი უშუალო გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ, ხოლო, როდესაც ენა სრიალებს იმპლანტის გვირგვინის ნაწილზე, ის ისეთივე გლუვია, როგორც ბუნებრივი კბილები.

3. დენტალური იმპლანტები ასრულებს ბუნებრივი კბილის ფუნქციებს

დენტალური იმპლანტები გამოიყენება ბუნებრივი კბილების მსგავსად. პაციენტს საშუალება აქვს ისაუბროს გარკვევით, ფართოდ გაიღიმოს და თავისუფლად ჩაკბიჩოს საყვარელი საკვები.

4. დენტალური იმპლანტები ხელს უშლის სხვა კბილების მოძრაობას.

როდესაც პაციენტს კბილის ამოღება უწევს, მიმდებარე კბილები ხშირად დარტყმის ქვეშ ყვებიან, რადგან ისინი იწყებენ მოძრაობას და იცვლიან ადგილმდებარეობას. ამან შეიძლება მოგვიანებით გამოიწვიოს დამატებითი სტომატოლოგიური პრობლემები. დენტალური იმპლანტები ასრულებენ ისეთივე ფუნქციას, როგორსაც დაკარგული კბილები, ამიტომ, მის ორივე მხარეს და მის ზემოთ კბილები არ იძვრიან ადგილიდან და რჩებიან ჯანსაღ პოზიციაზე.
სტომატოლოგიური იმპლანტები ასევე დაგეხმარებათ ყბის ძვლის შენარჩუნებაში, რადგან კბილის ამოღების შემდეგ, მის გარშემო არსებული ძვალი იწყებს განლევას. კბილის ამოღების შემდეგ დენტალური იმპლანტის გაკეთება ხელს უწყობს ყბის ძვლის შენარჩუნებას.

5. დენტალური იმპლანტები გეხმარებათ უკეთ ღეჭვაში

კბილების ნაკლებობამ შეიძლება გაართულოს საკვების ღეჭვა, რაც თავის მხრივ იწვევს პირის ღრუს ერთი მხრის უფრო მეტად დატვირთვას. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტად დატვირთულ მხარეზე კბილების ცვეთა და პირის ღრუს კუნთების ნაწილის შესუსტება. ეს ყოველივე შედეგად მოგვცემს ღიმილის სიმეტრიის დარღვევასა და საარტიკულაციო აპარატზე შექმნის დამატებით პრობლემებს. დენტალური იმპლანტები საშუალებას გაძლევთ კომფორტულად დაღეჭოთ საკვები პირის ღრუს ორივე მხარეს და შეინარჩუნოთ კუნთების სიძლიერე სიმეტრიული ღიმილისთვის.

6. დენტალური იმპლანტები გმატებთ თავდაჯერებულობას

ვერაფერი დააზარალებს ადამიანის თვითშეფასებას ისე, როგორც ცუდი ღიმილი.დენტალური იმპლანტებით დაკარგული კბილების ჩანაცვლებას, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის, ყოველდღიური ცხოვრება და მიანიჭოს მას თავდაჯერებულობა.

7. დენტალური იმპლანტები არ ზიანდება კარიესით

იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტები არ არის დამზადებული ბუნებრივი კბილის მასალისგან, ისინი გამოირჩევიან კარიესისა და სხვა სახის დაავადებების მიმართ სიმდგრადით. დენტალური იმპლანტების მოვლის პორცესი საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს იმ განსხვავებით, რომ იმპლამნტები არ საჭიროებენ დაპლომბვას.

8. დენტალური იმპლანტი არ იცვლის ფერს

დენტალურ იმპლანტს, როგორც წესი, არ უჩნდება ლაქები, ბუნებრივი კბილებისაგან განსხვავებით. იმის გამო, რომ ისინი დამზადებულია ხელოვნური მასალისგან, ისინი უფრო მდგრადია ლაქების გამომწვევი საკვებისა და სასმელების მიმართ, როგორებიცაა წითელი ღვინო, ყავა, მოცვი და სხვა. ბუნებრივი კბილები ასაკთან ერთად ყვითელდება, დენტალურ იმპლანტები კი ინარჩუნებენ თავდაპირველ ელფერს.

9. პროცედურა ძირითადად უმტკივნეულოა

იმის მიუხედავად, რომ დენტალური იმპლანტების დაყენება ორალური ქირურგიის ფორმაა, პროცედურა უმტკივნეულოა, რადგან იგი ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ტარდება. ადგილი, სადაც იმპლანტი ყენდება მთლიანად ბუჟდება და შესაბამისად პაციენტი ვერ გრძნობს დისკომფორტს.

10. სათანადო ზრუნვის შემთხვევაში დენტალური იმპლანტები მუდმივია

დენტალური იმპლანტები შეიძლება დარჩეს ყბის ძვალში, მთელი ცხოვრების მანძლზე, მაგრამ თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე. დენტალური იმპლანტის ირგვლივ სასურველია საწმენდი ძაფების გამოყენება. მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილოთ საკვების ნაწილაკების ღრძილებსა და იმპლანტს შორის მოხვედრა.