Disable Preloader

ბლოგი

ყველაფერი, რაც კბილების გათეთრების შესახებ უნდა ვიცოდეთ

27 ივნისი 2024

ჯანსაღი და ლამაზი კბილები სილამაზის ერთ-ერთ მთავარ სტანდარტად ითვლება, რადგან სწორედ თეთრი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი ტოვებს მნახველზე პირველ შთაბეჭდილებას. ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ყველას სურს შეხვდეს მზიან დღეებს მომხიბვლელი, კაშკაშა ღიმილით. თანამედროვე სტომატოლოგია, პაციენტებს კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გუნდს, დღეს სწორედ ამ მეთოდებზე გვსურს გესაუბროთ.

რა უნა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო პროცედურა?

 საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი შეხედულება კბილების პროფესიულ წმენდასთან დაკავშირებით და ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კბილების პროფესიული წმენდა კბილების გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი ჰგონიათ. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კბილების პროფესიული წმენდის დროს, კბილების ზედაპირს შორდება  ქვები და საკვებისგან წარმოქმნილი მუქი ფერის ნადები. სწორედ ამიტომ,  ეს პროცედურა პაციენტის კბილებს უბრუნებს ბუნებრივ ფერს და ვიზუალურად ღიმილი უფრო თეთრი და მომხიბვლელი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო. იმისთვის, რომ თქვენი კბილები ბუნებრივ ფერთან შედარებით რამდენიმე ტონით გათეთრდეს აუცილებელია კბილების გათეთრება. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი, რომელიც ერთმანეთსაგან განსხვავდება, როგორც მკურნალობის ხანგრძლივობით ასევე შედეგითაც. პაციენტი, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თავად წყვეტს თუ რომელი მეთოდის გამოყენებით სურს კბილების გათეთრება.

ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრება

ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისას პაციენტი, სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ, იყენებს მათეთრებელ გელს სახლის პირობებში, ხოლო კბილი თეთრდება 2-4 ტონით.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ კბილების გათეთრებას კაპების გამოყენებით, გაითვალისწინეთ, რომ სახლის პირობებში საუკეთესო დრო თქვენი კბილების გასათეთრებლად არის ღამე. გათეთრების პროცესში (მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის პროდუქციას იყენებთ), იმატებს თქვენი კბილების მგრძნობელობა,  რადგან კბილებში არსებული ფორები ჩვეულებრივზე უფრო გაფართოებულია და შესაბამისად, უფრო დიდია შანსი, რომ მათში საჭმლისა თუ სასმლის პიგმენტები მოხვდეს. სწორედ ამიტომ, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგები გირჩევენ  მათეთრებელი გელი სახლის პირობებში გამოიყენოთ ძილის წინ, რადგან ეს აძლევს თქვენს კბილებს საკმარის დროს ღამის მანძილზე დაიწყოს რეჰიდრატაცია და რემინერალიზაცია.

კბილების გათეთრების ოფისის სისტემა

აღნიშნული პროცედურა არ არის ხანგრძლივი და ხასიათდება მაღალი ეფექტურობით.  „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში“ საოფისე გათეთრება გერმანული ბრენდის “WhiteSmile”-ის უახლესი Flash აპარატით ტარდება. სხივური გათეთრების დროს ღრძილები იზოლირდება სხივგამყარებადი გელის საშუალებით, კბილებზე თავსდება გამათეთრებელი მასალა (გელი) და ხდება სხივის ნაკადის პოზიციონირება, რომელიც იწვევს გელის გააქტიურებას, შლის პიგმენტს და 30 წუთში რამდენიმე ტონით ათეთრებს კბილის ზედაპირს. პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონითაც კი, რაც პაციენტისათვის საკმაოდ დიდი ცვლილებაა.  მოსაზრება იმის შესახებ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა აზიანებს კბილის ქსოვილებს და ემალის საფარს საჭირო მინერალებს აკარგვინებს, მცდარია. პროცედურის დასრულების შემდეგ მგრძნობელობის შესამცირებლად კბილები იფარება ფტორ შემცველი გელით და ხდება ემალის რემინერალიზაცია. კბილის გათეთრების თანამედროვე პროცედურები სრულიად უსაფრთხოა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, არა მარტო იმ აპარატურას, რომელიც გამოიყენება უშუალოდ პროცდურის დროს, არამედ  სტომატოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმსაც. სწორად ჩატარებული პროცედურა არ დააზიანებს თქვენს კბილებს და მიანიჭებს მას მიმზიდველ, კაშკაშა ფერს.

 „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11)  Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა”  და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. კბილების გათეთრების პროცედურის დროს, ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი იყენებს უახლესი სტანდარტების შესაბამის ინსტრუმენტებსა და მასალებს, სწორედ ეს წარმოადგენს პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღების გარანტს. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში და შეგიქმნით საოცნებო „ჰოლივუდის ღიმილს“. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება აიხდინონ ოცნებები, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.

ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16