Disable Preloader

ბლოგი

კბილების პროფესიული წმენდა

29 აგვისტო 2024

პირველ შთაბეჭდილებას ღიმილი ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი, ლამაზი კბილები, რისთვისაც კი, პირველ რიგში, პირის ღრუს საბაზისო ჰიგიენის დაცვაა საჭირო, რაც გულისხმობს კბილების პროფესიულ წმენდას, 6 თვეში ერთხელ. კბილების პროფესიული წმენდის დროს კბილის ქსოვილის ზედაპირის შორდება რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადები.

კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი, გარდა ამისა, პროფესიონალური წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება  ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ წმენდისას შესაძლოა დაზიანდეს პირის ღრუს რბილი ქსოვილები,  ან თავად კბილის საფარი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეარჩიოთ, გამოცდილი სპეციალისტი და კლინიკა, რომელიც თანამედროვე, მაღალხარისხიან აპარატურასა და მასალებს იყენებს. 

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებას სტომატოლოგიური კლინიკა” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით. 

პროფესიული წმენდა გულისხმობს 2 ეტაპს:

  • კბილის ქვების მოშორებას მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით;
  • ზედაპირული ნადების მოშორებას, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.

პროცედურები უნდა ჩატარდეს:

  • 6 თვეში ერთხელ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
  • 4-5 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას;

კბილების წმენდა ულტრაბგერით

ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების გათავისუფლება მაგარი ნადებისაგან, ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს როგორც ღრძილის ზედა, ასევე ღრძილქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების დაავადებების გამომწვევია. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა. აღნიშნული მეთოდით პაროდონტოლოგს შეუძლია კბილის ყველაზე მყარი ნადების მოშორება, უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, ქსოვილის დაზიანების გარეშე.

კბილების პროფესიული წმენდა Air-Flow ჰაერჭავლოვანი სისტემით

Air Flow აპარატი “ნადების დელიკატური მოშორების” ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ეგრეთ წოდებულ, “კვებით საღებავებს”  (მაგალითად: ჩაი, ყავა და მკვეთრი ფერის მქონე ნებისმიერი  სხვა პროდუქტი), ასევე air flow აპარატით ხდება  „მწეველის ნადებს“ მოცილებაც.

Air Flow  სისტემით წმენდა სრულიად უსაფრთხოა, რადგან გამწმენდი ფხვნილის შემადგენლობაში არ შედის აგრესიული კომპონენტები. წნევის ქვეშ, სპეციალური ქვიშა (ნატრიუმის ბიკარბონატი, კალციუმი, გლიცინი)  წყალთან ერთად ქმნის ჭავლს, რომელიც მარტივად აშორებს ნადებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ, კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.