კბილების მომატებული მგრძნობელობა
12 სექტემბერი 2024
კბილების მომატებული მგრძნობელობას - ჰიპერმგრძნობელობას, თანამედროვე ეპოქაში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და მას პაციენტთა დაახლოებით 40% უჩივის.
კბილების ჰიპერმგრძნობელობას პაციენტებში, მინანქრის (კბილის საფარი) ფენის განლევა იწვევს. კბილის გარეთა შრის, მინანქრის დაზიანება (ცვეთა, ნაკაწრები, ეროზია) იწვევს სწორედ კბილის ჰიპერმგრნობელობას, რაც გამოიხატება ხანმოკლე მტკივნეული რეაქციებით ცივ და ცხელ ტემპერატურულ გამღიზიანებლებზე.
კბილის ქსოვილის სტრუქტურა აგებულია მილებისგან, რომელშიც სითხე მიედინება. ტემპერატურული ან ქიმიური აგენტების ზემოქმედება იწვევს ამ მილებში არსებული სითხის რხევას, რაც ნერვული იმპულსით გადაეცემა კბილის ცენტრს, ანუ პულპას და მტკივნეულ რეაქციად გარდაიქმნება.
რა იწვევს კბილის მომატებულ მგრძნობელობას?
კბილის მგრძნობელობის მატება შეიძლება მრავალმა სხვადასხვა გარემოებამ გამოიწვიოს:
- კბილის ძლიერად გახეხვა - კბილების არასწორმა გახეხვამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში, კბილის მინანქრის ცვეთა გამოიწვიოს. უხეში კბილის ჯაგრისით ხშირად კბილების გახეხვა ცვეთს ემალის ფენას.
- პაროდონტიტი - პაროდონტის დაავადებების უმრავლესობას ახასიათებს ღრძილის ქსოვილების განლევა. პირის ღრუს რბილი ქსოვილების რეცესია ასევე აშიშვლებს ფესვს, რაც იწვევს მგრძნობელობის მატებას;
- ბზარები კბილის ზედაპირზე - გაბზარული და ჩამოტეხილი კბილის შემთხვევაში, ბზარში შესაძლოა გამრავლდეს ბაქტერიები, რომლებიც მარტივად ხვდებიან სადინარში და აღწევენ კბილის ნერვულ ცენტრამდე;
- კბილის მათეთრებელი პრეპარატები - ის კბილის პასტები და სავლებები, რომლებიც ათეთრებენ კბილებს, ხშირ შემთხვევაში შეიცავენ სოდასა და პეროქსიდს. ეს ნივთიერებები იწვევს კბილის მგრძნობელობის მომატებას.
- ასაკი - კბილის მგრძნობელობა პიკს აღწევს 25-დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში;
- კბილის ნადები - კბილის ფესვებზე არსებული ნადები აგრეთვე აზიანებს მინანქარს და იწვევს მგრძნობელობის მომატებას.
როგორ ავირიდოთ თავიდან კბილების ჰიპერმგრძნობელობა?
- გამოიყენეთ კბილების გახეხვისა და პირის ღრუს რბილი ქსოვილების გასუფთავების სწორი ტექნიკა. რთულად მისადგომი ზონების გაწმენდა შესაძლებელია ირიგატორის საშუალებით.
- გამოიყენეთ თქვენთვის შესაფერისი კბილის ჯაგრისი, იგი არ დააზიანებს მინანქრის საფარს, არ დააზიანებს ღრძილებს და ხელს შეუშლის კბილის მგრძნობელობის ზრდას.
- მიმართეთ სტომატოლოგს რეგულარულად - აუცილებელია 6 თვეში ერთხელ კბილების პროფესიული წმენდა და სტომატოლოგის მიერ რეკომენდირებული კბილის პასტისა და სავლების გამოყენება.