Disable Preloader

ბლოგი

კარიესის მკურნალობა Inlay, onlay და overlay დენტალური ჩანართებით

19 სექტემბერი 2024

Inlay, onlay და overlay დენტალური ჩანართები კარიესის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც გულისხმობს კბილის ღრუს ამოვსებას კერამიკული ჩანართის საშუალებით. Inlay, onlay, overlay  ჩანართი ზედმიწევნით იმეორებს დაზიანებული ნაწილის სტრუქტურას და სრულად ერგება მის კონტურს.  Inlay, onlay და overlay ჩანართები მზადდება იმავე ტექნოლოგიით, რითაც ვინირები და გვირგვინები. 

როგორია სამუშაო პროცესი?

მას შემდეგ, რაც ექიმი სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, გაასუფთავებს კბილის დაზიანებულ ნაწილს, დარჩენილი ღრუს სკანირება ხდება ციფრული სკანერით. შემდგომ, აღებული ანაბეჭდის კონტურების გათვალისწინებით, სპეციალური დანადგარი ამზადებს კერამიკულ ჩანართს, რომელიც შეესაბამება პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერს და ზუსტად იმეორებს კარიესის გამო წარმოქმნილი ღრუს ფორმას.

Inlay, onlay და overlay  ჩანართები გამოირჩევა სიმყარით. კბილის დასაბჟენ ტრადიციულ მასალებთან შედარებით მათ ახასიათებთ მეტი მდგრადობა, უძლებენ უფრო მეტ დატვირთვას ღეჭვის დროს და არ იცვლიან ფერს. 

Inlay ჩანართის ძირითადი მახასიათებლები: 

  • ზომა: მცირე - ფარავს მხოლოდ დამუშავებული კბილის ცენტრალურ ნაწილს;
  • გამოყენება: კარიესის ისეთი შემთხვევა, როდესაც ღრუ არის ღრმა და მდებარეობს კბილის ცენტრალურ ნაწილში;
  • მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. Inlay ჩანართის გამოყენება უზრუნველყოფს ბუნებრივი კბილის ქსოვილის 60-70 პროცენტის შენარჩუნებას. 

Onlay ჩანართის ძირითადი მახასიათებლები:

  • ზომა: საშუალო, უფრო დიდი ვიდრე Inlay ჩანართი. onlay ფარავს დამუშავებული კბილის ცენტრალურ და  გვირგვინის გვერდითა კედლების ზოგიერთ ნაწილს;
  • გამოყენება: როდესაც პაციენტს აქვს მძიმე კარიესი, რომელიც ვრცელდება როგორც კბილის ცენტრალურ ნაწილზე, ასევე გვირგვინის კედლებზე. onlay ჩანართი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კბილის სტრუქტურა არის არაერთგვაროვანი და საჭიროებს რესტავრაციას;
  • მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. onlay ჩანართით პაციენტები ინარჩუნებენ ბუნებრივი კბილების 50-60%-ს.

Overlay ჩანართის ძირითადი მახასიათებლები:

  • ზომა: დიდი - აღემატება onlay და Inlay ჩანართებს და სრულად ფარავს კბილის გვირგვინის ზედა ნაწილს.
  • გამოყენება: overlay ჩანართი გამოიყენება ბუნებრივი კბილების ძლიერ დაზიანებული და არაერთგვაროვანი კორპუსის ჩასანაცვლებლად ისეთ შემთხვევებში, როდესაც კბილის ფესვები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია.
  • მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. პაციენტი ინარჩუნებს ბუნებრივი კბილის ქსოვილის დაახლოებით 20-30 პროცენტს.

 „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან კბილის აღდგენის უახლესი მეთოდების გამოყენებით, მოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.