იმპლანტაციის პროცესი და თანამედროვე ტექნოლოგიები
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იმპლანტაცია უკიდურესად მტკივნეული პროცედურაა, რადგან იგი გულისხმობს ხელოვნური ფესვის ჩადგმას ყბის ძვალში. თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულია. თანამედროვე სტომატოლოგიაში იმპლანტაციის პროცესი ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით, რაც გამორიცხავს ტკივილის შეგრძნებას პროცედურის მიმდინარეობისას. გარდა ამისა, იმპლანტოლოგიაში არსებობს არაინვაზიური და მინიმალურად ტრავმული მეთოდები, რომლებიც ამცირებს დისკომფორტს და აღდგენის პერიოდს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
მითი: იმპლანტაცია უფრო მტკივნეულია, ვიდრე კბილის ამოღება
ბევრს ჰგონია, რომ იმპლანტაციის პროცესი უფრო მტკივნეულია, ვიდრე კბილის ამოღება, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. იმპლანტაციის დროს ქირურგიული ჩარევა მინიმალურია და თანამედროვე აპარატურით პროცედურა სწრაფად და ეფექტურად ტარდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმპლანტაციისას, კბილის ამოღებისგან განსხვავებით, არ ხდება ფართომასშტაბიანი ქსოვილოვანი დაზიანება, რაც აღდგენის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
რეალობა: ტკივილის მართვა და აღდგენის პერიოდი
იმპლანტაციის შემდეგ პაციენტს შესაძლოა შეაწუხოს შეშუპებამ ან დისკომფორტმა, რაც ნორმალურია ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუმცა, ამ სიმპტომების მართვა მარტივად შესაძლებელია სპეციალისტის მიერ დანიშნული ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით. უმეტეს შემთხვევებში, პაციენტები იმავე დღეს ბრუნდებიან ყოველდღიურ საქმიანობაში, ხოლო სრული აღდგენა რამდენიმე დღეში ხდება. ასევე, რეკომენდირებულია კვების რაციონის შეცვლა რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი დატვირთვა ოპერირებულ ადგილზე.
მითი: იმპლანტების მოთავსება ძალიან დიდხანს გრძელდება
ბევრი ფიქრობს, რომ იმპლანტაციის პროცესი რამდენიმე საათს ან მთელ დღეს მოიცავს. სინამდვილეში, ერთი იმპლანტის ჩადგმა საშუალოდ 20-30 წუთს გრძელდება. უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით,იმავე დღეს პაციენტს უკვე აქვს ფუნქციური და ესთეტიკურად სრულყოფილი კბილი.თუმცა ყველაზე მეტ დროს ძვლის შეხორცების პროცესი (ოსტეოინტეგრაცია) მოითხოვს, რაც რამდენიმე თვეს შეიძლება მოიცავდეს, თუმცა თავად პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულოა.
რეალობა: იმპლანტაციის სარგებელი და ხანგრძლივობა
იმპლანტები ყველაზე გრძელვადიანი და საიმედო გამოსავალია დაკარგული კბილების აღსადგენად. სწორად ჩატარებული პროცედურისა და მოვლის შემთხვევაში, ისინი შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში შევინარჩუნოთ. იმპლანტაციის პროცესის შემდგომ მათზე განთავსებული გვირგვინები, არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ ისინი ხელს უწყობს ყბის ძვლის ჯანმრთელობას, ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას. გარდა ამისა, იმპლანტები არ საჭიროებენ თანამდებარე(მეზობელი) კბილების დამუშავებას, როგორც ეს ხიდების შემთხვევაში ხდება, რაც დამატებითი უპირატესობაა.
მითი: იმპლანტაცია მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებისთვისაა განკუთვნილი,რადგან ისინი ტკივილის მიმართ ამტანები არიან
ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენა, რომ იმპლანტები მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა და ასაკოვან პაციენტებში ეს პროცედურა ვერ ხორციელდება. რეალურად, იმპლანტაციის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, თუ პაციენტს არ აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის პროცედურის წარმატებას. ასაკი არ არის შემზღუდველი ფაქტორი – მთავარია, რომ ყბის არეში საკმარისი ძვალი იყოს იმპლანტის დასამაგრებლად. ამასთან, თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს ძვლის პლასტიკის მეთოდებს, რაც საშუალებას გვაძლევს, იმპლანტაცია ჩატარდეს თუნდაც ძვლოვანი ატროფიის შემთხვევაში.
მითი: იმპლანტაცია დიდ გართულებებს იწვევს
დენტაფობიის მქონე ადამიანებს ჰგონიათ, რომ იმპლანტაციის შემდეგ შესაძლებელია სერიოზული გართულებები, როგორიცაა ინფექცია ან იმპლანტის ბიოშეუსაბამობა (უარყოფა) განვითარდეს, თუმცა, თანამედროვე სტომატოლოგიური მასალები ბიოთავსებადია და ორგანიზმი მათ სრულად იღებს. ინფექციების რისკი მინიმალურია, შესაბამისად, როდესავ პაციენტი იცავს ექიმის რეკომენდაციებს, იმპლანტის წარმატების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია.
უმტკივნეულო იმპლანტაცია “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” და “ბლიც დენტალის-კახაბერ ხარებავას კლინიკის” თანამშრომლობით
იმპლანტაციის გარშემო არსებული მითები ხშირად აფერხებს ადამიანებს, ჩაიტარონ მოცემული პროცედურა და მოძებნონ საიმედო გამოსავალი. სინამდვილეში, ეს სტომატოლოგიური მანიპულაცია თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით სრულიად უმტკივნეულოა, აღდგენის პერიოდი სწრაფი, ხოლო შედეგი – ხანგრძლივად სტაბილური და ესთეტიკური.
განსაკუთრებით აღსანიშნავია "ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკისა" და "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" კოლაბორაცია, რომელიც იძლევა უმტკივნეულო იმპლანტაციის შესაძლებლობას, ზოგადი ანესთეზიის მეშვეობით, JCI სტანდარტების სრული დაცვით. ეს მეთოდი სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ დისკომფორტს, ამცირებს სტრესს და ქმნის მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს პაციენტისთვის. შესაბამისად, იმპლანტაციის პროცესში არსებულ ტკივილებთან დაკავშირებული შიში წარსულს ჩაბარდა,რადგან ამ ორი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების გაერთიანებული ძალებით, პაციენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი დონის სტომატოლოგიური მომსახურება და აღიდგინონ ღიმილი უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ, ხანგრძლივობის გარანტიით.