თეთრი ღიმილი თანამედროვე ადამიანისთვის არა მხოლოდ ესთეტიკური სილამაზის, არამედ თავდაჯერებულობის და წარმატებული იმიჯის აუცილებელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ, კბილების გათეთრება დღითიდღე სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი პროცედურა ხდება. თუმცა, ამ თემის გარშემო არაერთი მცდარი ინფორმაცია არსებობს, რაც ხშირად ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებაში აბნევს.
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებსა და სტერეოტიპებს. აგრეთვე, გეტყვით ღირს თუ არა ეს პროცედურა, რა ტიპის მეთოდები არსებობს და რომელი არის ყველაზე ეფექტური, მათ შორის – როგორ მიიღოთ ნათელი და ჯანსაღი ღიმილი, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალურ კლინიკაში. ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ სრული და სანდო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ თქვენთვის უსაფრთხო, ეფექტური და გონივრული გზა თეთრი ღიმილისკენ.
მითი #1: კბილების გათეთრება აზიანებს მინანქარს
რეალობა: პროფესიონალური გათეთრების პროცედურა, რომელიც ტარდება კვალიფიციური სტომატოლოგის მეთვალყურეობით, არ აზიანებს კბილის მინანქარს. თანამედროვე გამათეთრებელი სისტემები შეიცავს სპეციალურ კომპონენტებს, რომლებიც იცავს კბილის ზედაპირს და უნარჩუნებს სიჯანსაღეს. თუმცა, მნიშვნელოვანია პროცედურა ჩატარდეს მხოლოდ პროფესიონალის ზედამხედველობით, რადგან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების მგრძნობელობა.
მითი #2: გათეთრების შედეგი სამუდამოა
რეალობა: კბილების გათეთრების ეფექტი არ არის მუდმივი. შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე, კვების ჩვევებსა და პირის ღრუს ჰიგიენაზე. საშუალოდ, პროფესიონალური გათეთრების ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 1 წლამდე. შედეგის გასახანგრძლივებლად რეკომენდებულია:
მითი #3: სახლის პირობებში კბილების გათეთრება იგივე ეფექტს იძლევა
რეალობა: სახლის პირობებშიც გათეთრება შესაძლებელია, თუმცა შედეგის მისაღწევად უფრო ხანგრძლივი დროა საჭირო. მაშინ, როცა კლინიკაში პროფესიონალური გათეთრება ერთ ვიზიტზე სასურველ შედეგს იძლევა, სახლის პირობებში საშუალოდ 2 კვირაა საჭირო.
მითი #4: კბილების გათეთრების პროცედურა ეფექტურია ნებისმიერი პიგმენტაციის დროს
რეალობა: პროფესიონალური გათეთრების პროცედურა ეფექტურია მხოლოდ კბილების ბუნებრივი პიგმენტაციის შემთხვევაში. თუმცა, არსებობს პიგმენტაციის ტიპები და სტომატოლოგიური კონსტრუქციები, რომლებიც არ ექვემდებარება გათეთრების პროცედურას:
მითი #5:კბილების გათეთრების პროცედურა ძალიან მტკივნეულია
რეალობა: თანამედროვე გათეთრების სისტემები შექმნილია პაციენტის კომფორტზე ზრუნვით. მართალია, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დროებით მგრძნობელობა, მაგრამ ეს არ არის სამუდამო და რამდენიმე დღეში გაივლის. პროფესიონალი სტომატოლოგი წინასწარ აფასებს თქვენი კბილების მდგომარეობას და შეარჩევს შესაფერის გათეთრების მეთოდს.
მითი #6: კბილების გათეთრება ყველასთვის რეკომენდირებულია
რეალობა: კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული:
კბილების ფერის ცვლილების მიზეზები
კბილების ფერის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი კბილები მუდმივად კონტაქტში არის სხვადასხვა საკვებთან და სასმელთან, რომლებიც შეიცავს პიგმენტებს. ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და “კოკა-კოლა” არის იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც დროთა განმავლობაში კბილებზე ტოვებს კვალს. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კბილების “გაყვითლების”. ნიკოტინი და კუპრი აღწევს კბილის ფორებში და იწვევს მუქი ლაქების გაჩენას, რომელთა მოშორება ჩვეულებრივი გაწმენდით რთულია. რეგულარული მწეველების კბილები ხშირად ყვითელი ან ყავისფერი ხდება, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს ღიმილის ესთეტიკას. ასაკთან ერთად კბილის მინანქარი ბუნებრივად ცვდება და თხელდება, რის გამოც კბილის შიდა, უფრო მუქი ფენა - დენტინი, უფრო ხილვადი ხდება. ეს აძლევს კბილებს უფრო მოყვითალო ან მორუხო ელფერს. ასევე, გენეტიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კბილების ფერის განსაზღვრაში. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად უფრო თეთრი კბილები აქვს, ზოგს კი - უფრო მოყვითალო ან მორუხო. ასევე, ფლუოროზი - მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ბავშვობაში ფტორის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად, იწვევს კბილებზე თეთრ ან მუქ ლაქებს.
კბილების გათეთრების მეთოდები
კბილების გათეთრების მრავალი ხერხი თუ პროცედურა არსებობს, რომლებიც შედეგების, ფასისა და ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება. ყველაზე გავრცელებულია სახლის პირობებში და პროფესიონალური გათეთრების მეთოდები. სახლის პირობებში გათეთრების საშუალებებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სპეციალური კბილის პასტები, რომლებიც შეიცავს მსუბუქ აბრაზიულ ნაწილაკებს ან ქიმიურ ნივთიერებებს ზედაპირული ლაქების მოსაშორებლად. ასევე გავრცელებულია გამათეთრებელი ჯაგრისები, ფირფიტები და კაპები, რომლებიც საშუალებას იძლევა გამათეთრებელი აგენტი უფრო ხანგრძლივად მოქმედებდეს კბილის ზედაპირზე. გამათეთრებელი ფირფიტები მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა. ისინი დაფარულია წყალბადის პეროქსიდის გელით და ყოველდღიურად 30 წუთით გამოიყენება. შედეგი ჩნდება რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევია პროფესიონალურ გათეთრებასთან შედარებით.
კბილების გათეთრების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება მეთოდის მიხედვით. სახლის პირობებში გათეთრების საშუალებები, როგორც წესი, უფრო იაფია და შეიძლება რამდენიმე ათეული ლარიდან დაიწყოს. პროფესიონალური გათეთრების ფასი კი უფრო მაღალია, მაგრამ შედეგიც გაცილებით შთამბეჭდავი და ხანგრძლივია.
პროფესიონალური გათეთრება სტომატოლოგიურ კლინიკაში
პროფესიონალური კბილების გათეთრება სტომატოლოგის კლინიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდია. ამ დროს გამოიყენება მაღალი კონცენტრაციის გამათეთრებელი აგენტები და სპეციალური აღჭურვილობა, როგორიცაა ლაზერი ან ულტრაიისფერი სინათლე, რაც აჩქარებს პროცესს. პროფესიონალური გათეთრების დროს სტომატოლოგი ჯერ ასუფთავებს კბილებს, შემდეგ იცავს ღრძილებს სპეციალური საფარით და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს გამათეთრებელ ხსნარს. ეს ხსნარი აქტიურდება სპეციალური სინათლით, რაც აჩქარებს გათეთრების პროცესს. მთელი პროცედურა საშუალოდ 1-1.5 საათს გრძელდება და შესაძლებელია კბილების რამდენიმე ტონით გათეთრება ერთი სეანსის განმავლობაში.
რა ღირს კბილების გათეთრება კლინიკაში? პროფესიონალური გათეთრების ფასი დამოკიდებულია გამოყენებულ მეთოდზე, კლინიკაზე და საჭირო სეანსების რაოდენობაზე. საშუალოდ, ეს პროცედურა საქართველოში 300 ლარიდან იწყება. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ინვესტიცია, რომელიც გვანიჭებს თავდაჯერებას და უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს გარშემო. ამიტომ უმჯობესია ყურადღებით შევარჩიოთ კლინიკაც და გათეთრების პროცედურაც.
გათეთრების შემდეგ მნიშვნელოვანია დავიცვათ რამდენიმე რეკომენდაცია:
პირველი 48 საათის განმავლობაში მოვერიდოთ პიგმენტურ საკვებსა და სასმელს, არ მოვიხმაროთ თამბაქო და რეგულარულად მივიდეთ სტომატოლოგთან კონსულტაციაზე. ასევე რეკომენდებულია გამოვიყენოთ სპეციალური კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის, რადგან გათეთრების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დროებით განუვითარდეს მომატებული მგრძნობელობა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ კბილების გათეთრების უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებს. ჩვენ ვიყენებთ საოფისე გათეთრების გერმანული ბრენდის White Smile-ის Flash სისტემას, რომელიც პაციენტისთვის უმტკივნეულოა და საშუალებას იძლევა კბილები 5-7 ტონით გავათეთროთ ერთ ვიზიტზე.
სახლის პირობებში კი ინდივიდუალური კაპებით გათეთრების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ხორციელდება ანაბეჭდის აღება ორივე ყბაზე (ან ერთზე), რის შემდეგაც, ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალური კაპები. ის სპეციალურ მათეთრებელ გელთან ერთად გადაეცემა პაციენტს, რომელიც სპეციფიური რეჟიმით უნდა გამოიყენოს. გათეთრების აღნიშნული მეთოდი ოფისის გათეთრებასთან შედარებით მეტ დროს მოითხოვს, რადგან გარკვეულ შედეგს 3-4 დღის შემდეგ ვიღებთ, ხოლო მთლიანი კურსი 21 დღეს მოიცავს. კონსულტაციის დროს ჩვენი ექიმი შეაფასებს თქვენი კბილების მდგომარეობას, მოგცემთ დეტალურ რეკომენდაციებს და შემოგთავაზებთ თქვენთვის ყველაზე შესაფერის გათეთრების მეთოდს. ჩვენი მიზანია მიიღოთ თავდაჯერებული, ბუნებრივი და მიმზიდველი ღიმილი.