Disable Preloader

ბლოგი

კარიესის გამომწვევი მიზეზები და მისი მკურნალობა

15 თებერვალი 2022

XXI სა­­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­­ვა­დე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია კბი­ლებ­თან. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, და­ახ­ლო­­ბით 95%-ს უჩ­ნდე­ბა კა­რი­ე­სი.

ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ იმის გა­გე­ბა, რომ წინა ის­ტო­რი­ულ ეპო­ქებ­ში, მე­დი­ცი­ნის და ჰი­გი­­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი დო­ნის მი­­ხე­და­ვად, ადა­მი­­ნე­ბი კა­რი­­სით შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იტან­ჯე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი მე-18 სა­­კუ­ნე­ში შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ხალ­ხმა ჭარხლის­გან რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შაქ­რის მი­ღე­ბა ის­წავ­ლა. „შაქ­რის ბუმ­თანერ­თად, კა­რი­­სის ნამ­დვი­ლი ეპი­დე­მია გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

რა არის კარიესი?

კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილების შემდგომ ღრუს წარმოქმა.ადა­მი­ა­ნის პი­რის ღრუ­ში ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მია, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან. კა­რი­ე­სის მი­ზე­ზი კბი­ლის მა­გარ ქსო­ვი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია. ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რის ღრუ­ში ცხოვ­რო­ბენ - სტრეპ­ტო­კო­კე­ბი, ლაქ­ტობ­ცი­ლე­ბი და აქ­ტი­ნო­მი­ცე­ტე­ბი. რო­გორც წესი, ისი­ნი და­ბა­დე­ბი­დან, დე­დი­დან „მემ­კვიდ­რე­ო­ბით“ გა­და­ე­ცე­მა ბავ­შვს და მათი მო­შო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, ბაქ­ტე­რი­ე­ბის რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს. სტრეპ­ტო­კო­კე­ბი გა­და­ა­მუ­შა­ვე­ბენ ნახ­შირ­წყლებს, რომ­ლე­ბიც საკ­ვე­ბი­დან მი­ი­ღე­ბა და სა­ნაც­ვლოდ გა­მო­ყო­ფენ მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს კბი­ლებს. ამ პრო­ცეს­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქა­რო­ზა მოქ­მე­დებს, რო­მელ­საც რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, შაქ­რის შემ­ცვე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს. ნე­ბის­მი­ე­რი კა­რი­ე­სი იწყე­ბა იმით, რომ პირ­ში იქ­მნე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი.

კბილის კარიესის განვითარების ფაქტორები:

  • კვება - კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშველობა აქვს კვების ხასიათს. მრავალრიცხოვანი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკლვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კარიესის განვითარების რისკს.
  • გადატანილი დაავადებები - კბილის მინანქარი არის მაღალმინერალიზებული ქსოვილი, გადატანილი დაავადებები რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებს ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესზე და შესაბამისად იწვევენ კარიესს.
  • მიკროორგანიზმების მნიშვნელობა - კბილის მინანქრის ზედაპირთან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების კონტაქტის გარეშე კარიესი არ წარმოიქმნება. ბაქტერიების სიმრავლე კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი პირდაპირი მიზეზია.
  • კბილის ქსოვილების გარე ფაქტორების ზემოქმედება - ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შეეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები.
  • კბილის ნადები - ესაა ბაქტერიების გროვა, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში გარკვეულ უბანზე შეუძლიათ შექმნან მინანქრის დემინერალიზაციისათვის საკმარისი მჟავე გარემო. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წბოვანი მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან. მას აქვს მიმაგრების ამორჩეული ადგილები, რაც განსაზღვრავს კარიესული დაზიანების ლოკალიზციას.
  • ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა - ნერწყვის საშუალებით ორგანიზმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს.პირის ღრუს ნორმალუი ფლორა იცავს გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან. შესაბამისად ნერწყვის ჯანსაღ შემადგენლობაში (ორგანიზმში განვითარებული გარკვეული დაავადებებების ფონზე) ნებისმიერი ცვლილება, შეიძლება გახდეს კარიესის განვითარების წინაპირობა.

კარიესის სტადიები

არ­სე­ბობს კა­რი­­სის სხვადასხვა სტა­დია: ლა­ქის სტა­დია, კა­რი­­სის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­­ლი სტა­დი­აა, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას მარ­ტი­ვად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. კბი­ლის მი­ნან­ქა­რი ზოგ ნა­წილ­ში რბი­ლი ხდე­ბა და მას­ზე ჩნდე­ბა პიგმენ­ტუ­რი ლაქა. პირ­ვე­ლი სტა­დი­ის დროს, კბი­ლის მი­ნან­ქარ­ში კალ­ცი­­მის, ფოს­ფო­რის, ფტო­რის და სხვა მიკ­რო­­ლე­მენ­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა მცირ­დე­ბა. ზე­და­პი­რუ­ლი კა­რი­­სის სტა­დი­ის დროს, დესტრუქ­ცი­­ლი პრო­ცე­სე­ბი მხო­ლოდ მი­ნან­ქარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­შუ­­ლო კა­რი­­სის შემ­თხვე­ვა­ში, კბი­ლის და­ზი­­ნე­ბა შე­და­რე­ბით ღრმაა, თუმ­ცა არ ეხე­ბა ფესვს. ღრმა კა­რი­­სის დროს, ფეს­ვამ­დე კბი­ლის საღი ქსო­ვი­ლის ძა­ლი­ან თხე­ლი ფე­ნა­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი.

კარიესის პროფილაქტიკა

კბი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა კა­რი­ე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას. პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გუ­ლის­ხმობს კა­რი­ე­სის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბის მო­ცი­ლე­ბას და კბი­ლის ქსო­ვი­ლის მდგრადობის გაზ­რდას.საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავსორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, სწო­რი კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვას, პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნას, ნერ­წყვის გა­მო­ყო­ფის ნორ­მა­ლი­ზე­ბას, ყბა-კბილ­თა ანო­მა­ლი­ე­ბის და დე­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­შო­რე­ბას, კბი­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ფი­სუ­რე­ბის (ჩა­ნაჭ­დე­ვე­ბის) ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­ას.

  • პირ­ვე­ლი წესი, პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნის დაც­ვაა. კბი­ლის ნა­დე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, კბი­ლე­ბი დღე­ში ორ­ჯერ, დი­ლით და სა­ღა­მოს უნდა გა­ი­ხე­ხოთ. არ და­გა­ვი­წყდეთ ენის გაწ­მენ­დაც და სავ­ლე­ბი სი­თხის გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ კბი­ლის ძაფი, კბი­ლებს შო­რის დარ­ჩე­ნი­ლი საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად.
  • მე­ო­რე წესი სწო­რი კვე­ბაა. შე­ამ­ცი­რეთ რა­ცი­ონ­ში ნახ­შირ­წყლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით შა­ქა­რი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი და  კან­ფე­ტე­ბი. ყავა ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნის კალ­ცი­უმს და ცვლის კბი­ლის ემა­ლის ფერს.
  • მე­სა­მე წესი ფტო­რის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა.ფტო­რი ამაგ­რებს კბი­ლის ემალს.
  • მე­ო­თხე წესი კი სტო­მა­ტო­ლოგ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტია, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის. გა­ი­ა­რეთ კბი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გაწ­მენ­დის პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ნა­დე­ბის და ქვე­ბის ეფექ­ტურ მო­ცი­ლე­ბას. ასე­ვე, კბი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით და­ფარ­ვას, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ფტორს და კალ­ცი­უმს.

„ბლიც დენ­ტა­ლი - კა­ხა­ბერ ხა­რე­ბა­ვას სტომატოლოგიური კლინიკა“ - სტან­დარ­ტე­ბის უმაღ­ლე­სი დაც­ვით მუ­შა­ობს და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­წყი­სი­დან ბო­ლომ­დე უზ­რუნ­ველ­ყოფს მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღალ ხა­რისხს. გახ­სოვ­დეთ, კა­რი­ე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა სხვა მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას და პრე­ვენ­ცი­ა­საც მო­ი­ცავს და ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რია.