Disable Preloader

ბლოგი

ვინირების ტიპები: საუკეთესო არჩევანი თქვენი იდეალური ღიმილისთვის

15 ოქტომბერი 2025

ვინირება ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე პოპულარული და თანამედროვე მეთოდია, რომელიც მიზნად ისახავს კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირებას. ეს არის მარტივი და სწრაფი გზა სასურველი ღიმილის მისაღწევად.

დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები. ისინი წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, რომელთა სისქე საშუალოდ 0.3-0.5 მილიმეტრია და კბილის გარე ზედაპირზე ფიქსირდება. კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია 18 წლიდან ყველა იმ პაციენტისთვის, ვისაც სურს უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.

ვის სჭირდება ვინირება და რას აგვარებს ის?

მოსახლეობის დიდი ნაწილი აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კბილის საფარზე არსებული ლაქები, ბზარები, ნატეხები და დისკოლორიტი. მუქი ფერის საკვებისა (ყავა, ჩაი) და ასაკობრივი ცვეთის გამო, კბილები კარგავენ ბუნებრივ სიპრიალეს და ფერს. ამასთან, ბევრს აწუხებს კბილთა არათანაბარი ზომა, ფორმა ან დგომის ანომალიები.

თანამედროვე სტომატოლოგიაში, კერამიკული ვინირები გვაძლევს საშუალებას, მინიმალური ჩარევით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. ვინირები არა მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემებს აგვარებენ, არამედ იცავენ კბილს შემდგომი ცვეთისა და დაზიანებისგან, აუმჯობესებენ ღეჭვის ფუნქციას და ავსებენ ტრემებსა და დიასთემებს (კბილთაშორის სივრცეებს)

კერამიკული ვინირების უპირატესობა და ტიპები

კერამიკული ვინირები გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივობითა და ესთეტიკით. მათ აქვთ ბუნებრივი ემალის საფარისთვის დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე, რაც ჰარმონიულად ერწყმის სახის ნაკვთებსა და პირის ღრუს სტრუქტურას. თერაპიული რესტავრაციებისგან განსხვავებით, ვინირები არ იცვლიან ფერს პიგმენტური საკვების ან თამბაქოს მოხმარების შედეგად და ესთეტიკური შედეგიც ბევრად თვალშისაცემია.

ვინირი 360: სრული დაცვა და ესთეტიკა

კლასიკური კერამიკული ვინირის გარდა, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ვინირი 360. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციურად ის კლასიკური ვინირის იდენტურია, მისი მთავარი განსხვავება ისაა, რომ ფაიფურის თხელი ფირფიტებით კბილის მთელი ზედაპირის დაფარვა ხდება. ეს მეთოდი უზრუნველყოფს კბილის ბუნებრივი ქსოვილის დამატებით დაცვას არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან, მათ შორის ბრუქსიზმის (კბილების ღრჭიალის) და დიდი რაოდენობით პიგმენტური პროდუქტების ზემოქმედებისგან.

ციფრული ტექნოლოგიების როლი 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ იყენებს უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა შედეგი იყოს მაქსიმალურად ზუსტი და პაციენტის სურვილებზე მორგებული.

მომზადების პროცესი გულისხმობს პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ ორალური სკანერისა და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი. ვინირების 3D მოდელირება პაციენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა კბილების ფორმის, ფერისა და ზომის შერჩევაში, რითაც უკეთ აღიქვამს იმ საბოლოო ორთოპედიულ შედეგს, რომელიც ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღება.

ვინირების მოვლა და შედეგის შენარჩუნება

კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება სტანდარტული პირის ღრუს ჰიგიენისგან. თუმცა, იმისათვის, რომ თქვენი ღიმილი დიდხანს დარჩეს იდეალურ მდგომარეობაში:

  • პირველი რამდენიმე დღე სასურველია შეიზღუდოს თამბაქოს მოწევა და ისეთი საკვების მიღება, რომელმაც შესაძლოა კბილის დაფერვა გამოიწვიოს.
  • მოერიდეთ ჰორიზონტალურ დატვირთვას, რაც გულისხმობს მყარი საკვების წინა კბილებით ჩაკბეჩას.
  • არ გამოიყენოთ აბრაზიული კბილის პასტები.
  • რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს: აუცილებელია, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართოთ ექიმს წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისთვის. ხარისხიანი კერამიკული ვინირები აბსოლუტურად მდგრადია მაღალ მჟავიანი პროდუქტების მიმართ.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან, მცირედი კოსმეტიკური ჩარევით, სამუდამოდ დაემშვიდობოთ არაესთეტიურ ღიმილს.

სასურველი შედეგის მისაღწევად და ვინირების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16.