ფეხმძიმობა ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია. ემოციებით, ცვლილებებითა და პასუხისმგებლობით სავსე პერიოდი. ამ დროს ქალის ორგანიზმში უამრავი ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც გავლენას ახდენს მთელი სხეულის ფუნქციონირებაზე, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზეც. სწორედ ამიტომ, ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვა კბილებსა და ღრძილებზე.
ფეხმძიმობისას ჰორმონების დონე საგრძნობლად იზრდება - განსაკუთრებით ესტროგენი და პროგესტერონი.
ამ ჰორმონებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღრძილების ქსოვილზე. გამოიწვიოს მათი შეშუპება, სიწითლე, სისხლდენა და დისკომფორტი ჭამისას.
გარდა ამისა, ხშირი გულისრევა და ღებინება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ზრდის მჟავების რაოდენობას პირში, რაც აზიანებს მინანქარს და ზრდის კარიესის რისკს. სწორედ ამიტომ, ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეს პრობლემები უმეტესად თავიდან აცილებადია, თუ ფეხმძიმე ქალი რეგულარულად აკონტროლებს პირის ღრუს მდგომარეობას და დროულად მიმართავს ექიმს.
მრავალი ქალი ერიდება სტომატოლოგთან მისვლას ფეხმძიმობისას, შიშით, რომ მკურნალობამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ნაყოფზე.
სინამდვილეში კი, მკურნალობის გადადება გაცილებით უფრო საშიშია.
დაუმუშავებელი ინფექცია, ანთება ან ტკივილი პირში ქმნის ბაქტერიების გავრცელების რისკს, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ დედის, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.
დამტკიცებულია, რომ ღრძილების დაავადებამ შეიძლება გაზარდოს ნაადრევი მშობიარობისა და დაბალი წონის ბავშვის დაბადების რისკი.
უსაფრთხო სტომატოლოგიური მკურნალობა ორსულებისთვის შესაძლებელია თანამედროვე მეთოდებითა და მასალებით, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრში, რაც უზრუნველყოფს საიმედო და უმტკივნეულო შედეგს.
კბილების მოვლა ფეხმძიმობისას მოიცავს რეგულარულ ჰიგიენას, პროფილაქტიკურ შემოწმებებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ანთება და ბაქტერიების გავრცელება, რაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
ფეხმძიმობა არ არის დრო, როცა კბილებზე ზრუნვა უნდა შეჩერდეს - პირიქით, ეს არის პერიოდი, როცა პირის ღრუს ჯანმრთელობა პირდაპირ უკავშირდება როგორც თქვენი, ისე თქვენი შვილის კეთილდღეობას.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვზრუნავთ მომავალი დედების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდები უზრუნველყოფს მაქსიმალურად სასურველ და საიმედო შედეგს.
ნუ გადადებთ ვიზიტს სტომატოლოგთან. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში. დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16.