“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა”-ში სტომატოლოგიის ახალი ერაა. ესთეტიკა, სისწრაფე, მოქნილობა და ხანგრძლივი გარანტია - ეს ყველაფერი ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დამსახურებაა. მათი საშუალებით შესაძლებელია მკურნალობის შედეგის წინასწარ გაგება, რაც პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ესთეტიკა, სისწრაფე, მოქნილობა და ხანგრძლივი გარანტია - ეს ყველაფერი სწორედ ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დამსახურებაა, რომელიც 21-ე საუკუნის განუყოფელ ნაწილად იქცა. მათი საშუალებით შესაძლებელია მკურნალობის შედეგის წინასწარ გაგება, რაც პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ტექნოლოგიურ წინსვლას არც სტომატოლოგია ჩამორჩა. ტერმინი ,,ციფრული სტომატოლოგია'' მოიცავს უახლესი დანადგარებისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებას, რაც უფრო კომფორტულს და ხარისხიანს ხდის როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობის პროცესს და იძლევა ხარისხის ხანგრძლივ გარანტს. გარდა ამისა, ზოგავს დროს, რაც დღეს ყველაზე დეფიციტური რესურსია.
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა”-ში სტომატოლოგიის ახალი ერაა. მანიპულაციების დიდი ნაწილი კომპიუტერიზირებულია. რობოტი მანქანები კი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უზუსტესი ნაკეთობები. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კლინიკა სრულად აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი, Dentsply Sirona-ს უახლესი დანადგარებითა და ციფრული ინვენტარით, რომელიც საუკუნეზე მეტია, სტომატოლოგიურ მასალათა წარმოების, ტექნოლოგიების განვითარებისა და კლინიკური განათლების სფეროში ადგენს გლობალურ სტანდარტებს. `
კლინიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აპარატია Prime scan - ინტრაორალური სკანერი, რომელიც 7 მიკრონის სიზუსტით მუშაობს. ასევე, მკურნალობა ტარდება Cerec cad/cam ტექნოლოგიის დახმარებით, რაც გულისხმობს უმოკლეს დროში 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის, Cerec ორალური და ლაბორატორიული სკანერის, 3D პრინტერის, ჩარხების და ციფრული Smile Design პროგრამის მეშვეობით დიაგნოსტიკას და მკურნალობას. საკუთარი ციფრული ლაბორატორია კი დროისა და რესურსის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
კლინიკა წარმატებით ნერგავს საერთაშორისო პრაქტიკას და არჩევს საუკეთესო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია Dentsply Sirona, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული სიახლისა და ტექნოლოგიური ინოვაციის პიონერი, სწორედ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაა” საქართველოში.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი პროფესიონალი ექიმები იყენებენ ციფრულ სტომატოლოგიაზე მორგებულ, უახლეს მასალებს, რომლებიც გამოირჩევიან სიზუსტით, ბიოთავსებადობით, ესთეტიური და ბიომექანიკური თვისებებით.
მიანდეთ საქმე 22-ე საუკუნის პროფესიონალებს და გაიღიმეთ თავდაჯერებულად!