ორსულობა ქალისთვის მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა. ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ნაყოფის განვითარებასთან ერთად ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის. მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. ნაყოფი, ზრდის პროცესში, შთანთქავს დედის ორგანიზმიდან მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. ორსულის ორგანიზმში მათი მარაგი მცირდება,რაც ყოველთვის ტოვებს კვალს ორსულის ყბის ძვალსა და კბილთა სისტემაზე. სწორედ ეს ელემენტები უზრუნველყოფენ მინანქრის სიმტკიცეს და მის კარიესის მიმართ რეზისტენტობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ორსული ქალის ორგანიზმ მიმდინარე ჰორმონული ცვლილებეიც გავლენას ახდენს მის პირის ღრუს ჯამრთელობაზე. მეცნიერულად დადასტურებულია ,რომ ჰორმონების რაოდენობა იზრდება კბილ-ღრძილოვან ღარშიც , რაც ბაქტერიების ინტენსიურ გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მთელი ორსულობის მანძილზე, მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს ჯანმრთელობას და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის გართულება.
ორსულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს მოვლის, ყოველდღიურ, სახლის უნარჩვევებს. არასათანადოდ გაწმენდილი კბილები,მრავლობითი კარიესული დეფექტები პირის ღრუში საკვები ნარჩენების დაგროვებისთვის იდეალური გარემოა. ეს კი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს რაც თავის მხრივ ახალი კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების წინაპირობაა.
ორსულ ქალებში ყველაზე გავრცელებულია პაროდონტოლოგიური დაავადებები და კარიესი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო ორსულები ხშირად უჩივიან სისხლდენას ღრძილებიდან და უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, რაც დამახასიათებელია ღრძილების ანთებისთვის. ორსუოლბის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) ხშირი პირღებინება ნერწყვის მჟავიანობის გაზრდას იწვევს. ნახშირწყლები, მჟავე გარემო მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლებისთვის იდეალური გარემოა, რაც თავის მხრივ კარიესის ახალი კერებიც გაჩენას იწვევს.
მითი იმის შესახებ, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი, მცდარია. ამ გავრცელებული შეხედულების გამო, ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან მისვლას, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას. მომავალმა დედებმა აუცილებლად უნდა მიმართონ პროფესიონალს კონსულტაციისათვის. უმჯობესია სტომატოლოგთან ვიზიტი განხორციელდეს სამივე ტრიმესტრის დროს. „ბლიც- დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ მომავალ დედებს დახვდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო ხოლო ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე, შეაფასებს მდგომარეობას, მოგაწვდით სანდო ინფორმაციას, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადებები ( კარიესი, გინგივიტი, პარადონტიტი) და აღიდგინოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა.
ორსულობის დროს კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია (3-დან 6-თვემდე). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჩივილები აღენიშნება პირველ ან მესამე ტრიმესტრში, მისი გამოკვლევა ხდება, განსაკუთრებული სიფრთხილით. ექიმი სტომატოლოგი გინეკოლოგთან შეთანხმებით ადგენს მკურნალობის გეგმას და დასანიშნი პრეპარატების ნუსხას.
შესაძლებელია, კბილმა მთელი ორსულობის მანძილზე ერთხელაც არ შეგახსენოთ თავი, ხოლო ლაქტაციის დროს, შეგექმნათ პრობლემები მომატებული მგრძნობელობის, ღრძილების ანთების ან კარიესის სახით. ეს იმიტომ ხდება, რომ ძუძუთი კვების დროს, დედა რძესთან ერთად კარგავს ორგანიზმისათვის საჭირო მინერალებს და მას გადასცემს ახალშობილს. ლაქტაციის პერიოდში დედის საკვები რაციონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. ორსულობის დროს თუ მის შემდეგ, საკვები გაჯერებული უნდა იყოს კალციუმით, ფტორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით და ვიტამინებით ( „A“ ვიტანიმი, „C“ ვიტამინი და „D“ ვიტამინი). ნებისმიერი მედიკამენტის მიღება გამომდინარეობს ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ისინი აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმ-გინეკოლოგის მითითებით. გაითვალისწინეთ, რომ კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, ბოლოკი.
“ ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” გირჩევთ, არ გამოტოვოთ პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები