Disable Preloader

ბლოგი

კბილთა ცვეთა და ვინირები

16 ივნისი 2022

რა არის ვინირები?

ვინირება ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული   მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.

დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (ფაიფურის და კომპოზიტური ვინირები) და მათ ძირითადად ორთოპედიული მიზნით გამოიყენებენ. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს.  კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ  უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.  

კბილთა ცვეთა და ვინირები

ვინირების გამოყენებით ასევე ხდება პირის ღრუს ისეთი პრობლემების აღმოფხვრა, როგორიცაა კბილების ცვეთა. საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ  კბილების ცვეთა ასაკობრივი მოვლენაა და შესაბამისად ვინირების გაკეთებაც  40 - 50 წლის ასაკშია რეკომენდებული. რეალურად კი, ხშირია შემთხვევები, როცა კბილთა ცვეთა გამოიხატება ნაადრევ ასაკში, რაც განპირობებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებით გამოწვეული პარაფუნქცით.  ასეთ დროს ადამიანი ნერვოზული და/ან სტრესული მდგომარეობის გამო კბილებს ძლიერად აჭერენ ერთმანეთს და შედეგად,  ცვეთენ მათ. ამ პროცესს პაციენტის წლოვანებასთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად, ვინირების გაკეთება რეკომენდირებულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს მეტად ჰარმონიული და მიმზიდველი ღიმილი. 

მნიშვნელოვანია, ასევე, ის გარემოება, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი კბილთა ცვეთას აღიქვამს როგორც ესთეტიურ დისკომფორტს. სწორედ ვიზუალური ეფექტის გაუმჯობესებაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც პაციენტები მიმართავენ ექიმს და ირჩევენ ვინირებას. რეალურად კი საკითხი უფრო კომპლექსურია და ესთეტიური დისკომფორტის მიღმა,  საღეჭი აპარატის ფუნქციური დაზიანება იმალება. ხშირად, კბილების ცვეთა იწვევს სახის მესამედის დადაბლებას, რის შედეგადაც პაციენტს აღენიშნება ტკივილები საფეთქელ-ქვედა ყბის მიმდებარედ, ასევე შესამჩნევი ხდება საღეჭი კუნთების ტონუსის მომატება და ტკივილი. 

თანამედროვე ტექნოლოგიები კბილების ცვეთით გამოწვეული პრობლემების მარტივად მოგვარების შესაძლებლობას გვაძლევს. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტს საშუალება აქვს ჩაერთოს  მკურნალობის პორცესში, მისცეს ექიმს სასურველი მითითებები და მკურნალობის პროცესის დასრულების შემდგომ დატკბეს სასურველი შედეგით. 

ვინირებისათვის მოსამზადებელი პროცესი

კერამიკული (ფაიფურის) ვინირების უშუალო ფიქსაციამდე მომზადების პროცესი გულისხმობს პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ, ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. 

ჩვენს კლინიკაში არსებული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შესაბამის ეტაპებად დაყოფილი სქემის მიხედვით წარვმართოთ მკურნალობის პროცესი. 

პირველ ჯერზე, იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი, რომლის გამოყენებითაც ხდება, როგორც ცალკეული კბილების, ასევე სახსრის მდგომარეობის განსაზღვრა. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება (ვინირების 3D მოდელირება) შესაძლებელს ხდის იმას, რომ პაციენტმა თავად შეიტანოს ცვლილებები კბილების ფორმებში, ფერსა თუ ზომაში და უკეთ აღიქვას ის ორთოპედიული შედეგი, რომელიც კერამიკული (ფაიფურის) ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა.

შემდეგ ეტაპზე ხდება ფოტოგრაფირება, რომელიც გვეხმარება სახის აგებულებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ, თუ როგორი იქნება სრულყოფილი ვინირები ესთეტიკურად და ფუნქციურად.

ხოლო, საბოლო ეტაპი, უშუალოდ ვინირების დაყენებამდე, არის ციფრული ანაბეჭდის აღება სკანერის საშუალებით. ამ დროს ხდება ცალკეულ კბილებზე დატვირთვის გამოვლენა და მომავალი კბილების ფორმის დამუშავება.

კერამიკული ვინირების მოვლის რეკომენდაციები

კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გავითვალისწინოთ: 

  • პირველი რამდენიმე დღე შეზღუდეთ თამბაქოს მოწევა და ისეთი საკვების მიღება, რომელმაც, შესაძლოა კბილის ფერის შეცვლა გამოიწვიოს.
  • მოერიდეთ ჰორიზონტალურ დატვირთვას, რაც გულისხმობს მყარი საკვების წინა კბილებით გაგლეჯას ან ჩაკბეჩას.
  • მოერიდეთ აბრაზიული კბილის პასტის გამოყენებას.
  • ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისთვის. რეგულარული დაკვირვება იმის გარანტიაა, რომ ვინირები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება და შემატებს თქვენს ღიმილს მეტ თავდაჯერებულობას.
  • მაღალმჟავიანი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ციტრუსები, ღვინო და ა.შ. ხარისხიანი კერამიკული ვინირი აბსოლუტურად მდგრადია.

 

 “ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში” თქვენ დაგხვდებათ  სასიამოვნო და თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გარემო. ჩვენი გუნდის პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ვინირების საშუალებით მიიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი.

 

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები

 

შეიძლება დაგაინტერესოთ: