Disable Preloader

ბლოგი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენა

01 ივლისი 2022

უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელია მისი პირის ღრუ. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა, უდავოდ, დაკავშირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან, რაც თავის მხრივ აისახება მთელი ორგანიზმის კეთილდღეობაზე.

მსოფილიოს მოწინავე ქვეყნების მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაადგინეს რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების / ღრძილების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებთან. ის ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ კბილების წმენდის რუტინას, უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ - სისხლძარღვთა დაავადებებისაკენ.

რა კავშირშია ერთმანეთთან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენა?

    თანამედროვე ეპოქაში  სამედიცინო აპარატურის განვთარებამ და კვლევების ახალი მეთოდების ჩამოყალიბებამ ცხადყო კავშირი პირის ღრუში მავნე ბაქტერიების გამრავლებასა და კარდიო - ვასკულარული დაავადებების განვითარებას შორის.

სფეროს სპეციალისტების თქმით, პირის ღრუში გამრავლებული ბაქტერიები იწვევენ კარიესს, პაროდონტიტსა  და გინგივიტს (პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება). ასევე, იწვევენ კაპილარებისა / ვენების ანთებას და სისხლის მცირე კოლტების წარმოქმნას. ამასთან ერთად, პირის ღრუს ბაქტერიები არტერიული სისტემის გავლით ხვდებიან მთელს სხეულში და აზიანებენ სხვადასხვა ორგანოებს.  ანთებითი პროცესის განვითარების გამო შედედებული სისხლის კოლტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და/ან  იშემიური ინსულტი.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ამ თეორიას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მრავალი პაციენტის ორგანიზმში აღმოჩნდა, პირის ღრუს ბაქტერიების ნარჩენები ათეროსკლეროზულ (არტერიების კედლების გასქელება და დასუსტება) სისხლძარღვებში, პირის ღრუდან ძალიან შორს.

პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის გამო, გამრავლებული ბაქტერიები არაა ერთადერთი მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ორგანოზე ანთებით პროცესებს ავითარებს. ჯანმრთელობის პრობლემები ყალიბდება, ამ ბაქტერიებზე ორგანიზმის იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის გამოც. ადამიანის იმუნიტეტი ებრძვის ბაქტერიებს და იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება განვითარდეს გულსა და ფილტვებში.

 2018 წელს  ჩატარებული კვლევის თანამხად, რომელშიც დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რომელთანაგანაც 65,000-ზე მეტს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და/ან გადატანილი ჰქონდა გულის შეტევა, დადგინდა, რომ: მოზრდილებში, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდგომ, დაფიქსირდა ზომიერი კორელაცია კბილების დაკარგვასა (პირის ღრუს ცუდი ჯანმრთელობის მაჩვენებელი) და გულის კორონარულ დაავადებებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც დიდი რაოდენობით, რეგულარულად მოიხმარდნენ თამბაქოს, კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკი უფრო და უფრო იმატებს.  

 პირის ღრუს ცუდ ჰიგიენასა და ორგანიზმის  საერთო ჯანმრთელობას შორის კავშირი, მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით არ შემოიფარგლება. უახლესი კვლევები აკავშირებს პაროდონტის დაავადებებს და რევმატოიდულ ართრიტს. გარდა ამისა, 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით პირის ღრუს ბაქტერიასა და პანკრეასის კიბოს რისკს შორის კავშირი დადგინდა. 

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი და ჯანმრთელი ორგანიზმი?

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც, დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ღიმილი ჰარმონიული, დაიცვათ თქვენი ორგანიზმი ბაქტერიების გამრავლებისაგან  და დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ პირის ღრუს სიჯანსაღე.

  • გაიხეხეთ კბილები საკვების ყოველი მიღების შემდეგ, ასე თქვენ ბაქტერიების გამრავლების ალბათობას შეამცირებით.
  • აუცილებლად გამოიყენეთ კბილის საწმენდი ფლოსი, ირიგატორი ან კბილთაშორისი ჯაგრულა. მათი გამოყენება ხელს უწყობს კბილთა  შორის სივრცეში დარჩენილი საკვები ნაწილაკების და სხვა ნივთიერებების მოცილებას, რომელთა მოშორებაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენებით.
  • მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს. თამბაქოზე  უარის თქმა არის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ პირის ღრუს ჯანმრთელობა სერიოზული გართულებებისაგან. თამბაქოს  მოხმარების შემცირება თავიდან აგარიდებთ პაროდონტის ისეთი დაავადებებს, როგორებიცაა, მაგალითად: ღრძილების ანთება. თქვენი კბილების დაზიანება შეუძლია ასევე ალკოჰოლის პერმანენტულ მოხმარებასაც, რადგან ამ დროს პირის ღრუში (და ასევე მთელს ორგანიზმში ) ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.
  • იკვებეთ ჯანსაღად. კბილებს დიდი რაოდენობით კალციუმი სჭირდება. აუცილებელია ჯანსაღი საკვების მიღება, როგორებიცაა: რძე, იოგურტი, ყველი, ფორთოხლის წვენი და სხვა ვიტამინებით, კალციუმით მდიდარი საკვები.
  • შეარჩიეთ კბილის პასტა სწორად. აუცილებლად გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა ყოველდღიურად. ფტორი აჯანსაღებს კბილის ზედაპირს და აწვდის მას საჭირო მინერალებს.
  • წყლის სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს იგი ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი გუნდის ექიმების დახმარებით თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და დატკბეთ მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები

სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.