ყველა პრობლემის ერთი გადაწყვეტა - ვინირება
31 აგვისტო 2022
რა არის ვინირი?
ვინირება ეს არის კბილზე არსებული, როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური დისკომფორტის გამოსწორების ყველაზე თანამედროვე მეთოდი, რომელიც სტომატოლოგიაში ფართოდაა გავრცელებული. ვინირება შესაძლებლობას გვაძლევს, პაციენტის სურვილისამებრ შევცვალოთ კბილის ფორმა, ზომა და ფერი. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება და მათ ძირითადად გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული ვინირები ფაიფურის თხელი ფირფიტაა და მისი საშუალი სისქე 1 მილიმეტრზე ნაკლებია, ის გარედან (ვესტიბულარულად) ეკვრის კბილს. კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
მომენტალური ორთოდონტია ანუ კბილების გასწორება ვინირებით
ბრეკეტ სისტემებით ( მეტალისა და ფაიფურის ბრეკეტები, კაპები და ა.შ) კბილთა მწკრივის ხარვეზების კორექცია თანამედროვე სტომატოლოგიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამასთან ერთად, ხელმისაწვდომი მეთოდია. თუმცა, არსებობს თანკბილვის ხარვეზების გამოსწორების არაორთოდონტიული გზაც.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტს, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე არ სურს ტრადიციული მეტალისა თუ კერამიკული ბრეკეტების ტარება. კბილების გასწორების შესანიშნავი ალტერნატივა და იდეალური ღიმილის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზა, კერამიკული ვინირების გამოყენებით კბილების გასწორებაა.
ორთოდონტიული პრობლემების გადასაჭრელად კერამიკული ვინირების არჩევით:
- თქვენ ზოგავთ დროს, რადგან მკურნალობას ჭირდება სულ რამდენიმე დღე და არა წლები;
- კბილთა რკალი ხდება სიმეტრიული და ლამაზი;
- გვარდება პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების უფრო ფართო სპექტრი, როგორიცაა კბილების ფერი, ზომა და ფორმა;
- გამოსწორდება უშუალოდ კონკრეტული კბილის ზედაპირის ხარვეზები (მაგალითად ლაქები და ბზარები).
რა უნდა ვიცოდეთ ვინირებზე?
- დღესდღეობით პაციენტებში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია მხოლოდ უკვე დაზიანებულ ემალის მქონე კბილზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვიზუალური ეფექტის გაუმჯოობესების მიზნით, ვინირება შესაძლებელია ნებისმიერ კბილზე, ხოლო უშუალოდ ფიქსაციის პროცესის დროს კბილის პრეპარირება მინიმუმამდეა შემცირებული და მისი დამუშავება ხდება მინანქრის ფარგლებში.
- ვინირები გვაძლევს საშუალებას „მთლიანად“ დავიცვათ კბილი. თუ პაციენტს სურს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალური ეფექტის გაუმჯობესება არამედ კბილების სრული დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან, შესაძლებელია მკურნალობის დროს გამოყენებულ იქნას “ვინირ-360” მეთოდით, ის ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი და ახასიათებს ბუნებრივი კბილის მსგავსი სიპრიალე და ფერი. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ხდება კბილის ზედაპირის სრული დაფარვა (360 გრადუსით). “ვინირ-360” კბილის ზედაპირს ყველა მხრიდან იცავს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან, როგორებიც შეიძლება იყოს : ბრუქსიზმი, თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
- კლინიკურ პრაქტიკაში მრავლადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სურთ ჰქონდეთ „ჰოლივუდის ღიმილი“ და გეგმავენ კერამიკული ვინირების გაკეთებას, მაგრამ საბოლოოდ უარს ამბობენ პროცედურაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ კერამიკულ ვინირებს არ აქვს საკმარისი გამძლეობა და საჭიროა მათი მუდმივი განახლება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კერამიკულ ვინირებს არ აქვთ მოხმარების რაიმე განსაზღვრული პერიოდი და მაღალხარისხიან ფაიფურს ცვეთის იგივე მახასიათებლები აქვს, როგორიც ბუნებრივ ემალს. შესაბამისად, კერამიკულ ვინირებს აქვს მაღალი გამძლეობა, ისინი დიდი ხნის მანძილზე არ იცვლიან ფერს, ინარჩუნებენ სიპრიალეს და ბუნებიობას.
კერამიკული ვინირების მოვლის რეკომენდაციბი
კერამიკული ვინირების მოვლა საკმაოდ გავს ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენას, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გაითვალისწინოთ:
- შეამცირეთ თამბაქოს მოწევა და ისეთი საკვების მიღება, რომელმაც შესაძლოა კბილის ფერის მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს.
- ახლად დაყენებული ვინირები მოარიდეთ პირდაპირ ჰორიზონტალურ დატვირთვას, რაც გულისხმობს მყარი საკვების წინა კბილებით ჩაკბეჩას.
- უარი თქვით აბრაზიული კბილის პასტის გამოყენებაზე.
- ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისთვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის წინაპირობაა, რომ თქვენი ვინირები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში.
ვინირები და მისი ფასი
რაც შეეხება ვინირების ღირებულებას, მისი ფასი დამოკიდებულია როგორც მასალაზე, ასევე მისი დაყენების მეთოდზე.
"ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ფაიფურის (კერამიკის) ვინირებს და მათი ფასი ხარისხთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია - კონკრეტული ფასის გასაგებად ჩაეწერე კონსულტაციაზე.
შეიძლება დაგაინტერესოთ: