დენტოფობია - გულისხმობს პაციენტის არაკონტროლირებად ფობიას, რომელიც უკავშირდება სტომატოლოგიას და ზოგადად მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის პროცედურას. დენტოფობიას ასევე სტომატოფობიასაც უწოდებენ.
ოცდამეერთე საუკუნეში ეს ფობია საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ სტატისტიკურად მსოფლიო მოსახლეობის ყოველ მესამე ადამიანს ეშინია სტომატოლოგთან ვიზიტის. დენტოფობია განსხვავდება ექიმთან ვიზიტის ჩვეულებრივი შიშისგან, რადგან ამ დროს პაციენტს ეშინია არა იმ დიაგნოზის, რომელიც შეიძლება ექიმმა დაუსვას, არამედ უშუალოდ მკურნალობის პროცესის. არსებობს დენტოფობის ისეთი რთული შემთხვევებიც, როდესაც პაციენტში შიშს, სტომატოლოგიურ კლინიკაში არსებული მედიკამენტების სპეციფიური სუნიც კი იწვევს. ასეთი მძიმე ფორმა, სქესის მუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 15%-ს აწუხებს, დენტოფობიის გარდა პაციენტს შეიძლება ასევე ქონდეს ტრიპანოფობია, რომელიც ნემსის ჩხვლეტის შიშს გულისხმობს. სტომატოლოგიური თვალსაზრისით, ტრიპანოფობია საკმად ადვილად გადალახვადი პრობლემაა, რადგან სტომატოლოგიაში ადგილობრივი ანესთეზიისთვის განკუთვნილი ნემსი, ძალიან წვრილი და თითქმის უმტკივნეულოა. ამასთან ერთად, ნემსის ჩხვლეტამდე გამოიყენება ადგილობრივი მოქმედების საანესთეზიო ჟელეები, რომლებსაც სხვადასხვა გემო აქვთ და პაციენტებისათვის საკმაოდ კომფორტულია.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:
თქვენი შიშის აღიარება, დენტოფობიის დამარცხებისაკენ გადადგმული პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აუცილებელია ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და ზუსტად გაიგოთ სტომატოლოგიური მკურნალობის, რომელი ეტაპი იწვევს თქვენში ყველაზე მეტად დისკომფორტს. პაციენტების უმრავლესობააღნიშნავს, რომ მათი შიშის მთავარი მიზეზი არის ტკივილის შიში. უახლოეს წარსულთან შედარებით, ოცდამეერთე საუკუნის სტომატოლოგიური აპარატურა და მკურნალობის მეთოდები ნაკლებად ინვაზიური და ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტისათვის. რომ აღარაფერი ვთქვათ, სტომატოლოგის პროფესიონალიზმზე, ჩვენი გუნდის ექიმები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პაციენტისთვის მკურნალობის პროცესი იყოს რაც შეიძლება კომფორტული და უმტკივნეულო. ტკივილის შიშის გარდა არსებობს დენტოფობიის ჩამოყალიბების სხვა მიზეზებიც. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სტომატოლოგთან ვიზიტის ცუდი გამოცდილება და ოდესმე ყოფილხართ უხეშ და არაკომპეტენტურ ექიმთან, შეიძლება სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თქვენ სტომატოლოგიური პროცედურებისა და ზოგადად კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვის შიში ჩამოგიყალიბდათ. როდესაც სტომატოლოგი არ ხარჯავს დროსა და ძალისხმევას პაციენტებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, შედეგად ვიღებთ უნდობლობასა და შიშს შემდგომი მკურნალობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ისეთი ექიმი, რომელსაც ენდობით და სათანადო პატივისცემით, ყურადღებით მოგეპყრობათ.
„ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ დღესდღეობით ერთადერთი კლინიკაა საქართველოს მასშტაბით, რომელიც Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული მწარმოებელია მსოფლიოში. თანამედროვე აპარატურა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია კომფორტული და უმტკივნეულო მკურნალობის გარანტია.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16