რა იწვევს კბილების ჰიპერმგრძნობელობას?
08 თებერვალი 2023
კბილების ჰიპერმგრძნობელობა, იგივე კბილების მომატებული მგრძნობელობა, თანამედროვე ეპოქაში საკმაოდ გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა და მას ზრდასრულ პაციენტთა დაახლოებით 40% უჩივის. კბილების ჰიპერმგრძნობელობას პაციენტებში, მინანქრის (კბილის საფარი) ფენის განლევა იწვევს. კბილის გვირგვინი და ფესვები შეიცავენ ათასობით მცირე ზომის მილს (სადინრებს) რომლებიც, ნერვული დაბოლოებებით უერთდებიან კბილის ცენტრს. ისეთ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც კბილის ნერვები აღარ არის დაცული მინანქრის ფენით, კბილი ხდება მგრძნობიარე სხვადასხვა სახის გამღიზიანებელის მიმართ, იქნება ეს: ცივი თუ ცხელი საკვები, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელები და საკვები. გამაღიზიანებლები (საკვები და სასმელი) სადინრების გავლით აღწევს კბილის ნერვულ ცენტრამდე და იწვევს ტკივილს.
რა ფაქტორები იწვევს კბილის მომატებულ მგრძნობელობას?
კბილის მგრძნობელობის მატება შეიძლება მრავალმა სხვადასხვა გარემოებამ გამოიწვიოს:
- კბილის ძლიერად გახეხვა - კბილების არასწორმა გახეხვამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში, კბილის მინანქრის ცვეთა გამოიწვიოს. უხეში კბილის ჯაგრისით, პერმანენტულად კბილების გახეხვა ცვეთს ემალის ფენას და ფესვები შიშვლდება;
- პაროდონტიტი - პაროდონტის დაავადებების უმრავლესობას ახასიათებს ღრძილის ქსოვილების განლევა. პირის ღრუს რბილი ქსოვილების რეცესია ასევე აშიშვლებს ფესვს, რაც პირდაპირპროპორციულად იწვევს მგრძნობელობის მატებას;
- ბზარები კბილის ზედაპირზე - გაბზარული და ჩამოტეხილი კბილის შემთხვევაში, მაშინ როდესაც დარღვეულია ემალის საფარის მთლიანობა, ბზარში შესაძლოა გამრავლდეს ბაქტერიები, რომლებიც მარტივად ხვდებიან სადინარში და აღწევენ კბილის ნერვულ ცენტრამდე;
- კბილის მათეთრებელი პრეპარატები - ის კბილის პასტები და სავლებები, რომლებიც ათეთრებენ კბილებს, ხშირ შემთხვევაში შეიცავენ სოდასა და პეროქსიდს. ეს ნივთიერებები იწვევს კბილის მგრძნობელობის მომატებას.
- ასაკი - კბილის მგრძნობელობა პიკს აღწევს 25-დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში;
- კბილის ნადები - კბილის ფესვებზე არსებული ნადები აგრეთვე აზიანებს ემალს და იწვევს მგრძნობელობის მომატებას;
- პირის ღრუს სავლები საშუალებები - მჟავის შემცველი პირის ღრუს სავლებების მუდმივი გამოყენება აზიანებს თქვენი კბილების ჯანმრთელობას, ათხელებს ემალს და იწვევს ჰიპერმგრძნობელობას. თუ თქვენ უკვე გაწუხებთ მომატებული მგრძნობელობა, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენი მდგომარეობის შესაბამის პირის ღრუს ჰიგიენურ საშუალებას;
- მჟავის შემცველი საკვები - პირის სავლებებთან ერთად, მჟავის შემცველი საკვების რეგულარული მოხმარება იწვევს მინანქრის ფენის განლევას. მაღალი მგრძნობელობის დროს, მოერიდეთ მინერალური გაზიანი სასმელების მიღებას;
- სტომატოლოგიური პროცედურის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდი - კბილის გათეთრების, გვირგვინის რესტავრაციის და კბილის დაპლომბვის შემდეგ, შესაძლოა, მოგემატოთ კბილის მგრძნობელობა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა და როგორც წესი, 4-6 კვირაში პაციენტს ჩივილები უქრება.
როგორ ვუმკურნალოთ კბილების მომატებული მგრძნობელობას?
- დაიცავით პირის ღრუს სწორი ჰიგიენა - გამოიყენეთ კბილების გახეხვისა და პირის ღრუს რბილი ქსოვილების გასუფთავების სწორი ტექნიკა. რთულად მისადგომი ზონების გაწმენდა შესაძლებელია ირიგატორის საშუალებით. ასე, თქვენ შეძლებთ სრულად მოაშოროთ თქვენს კბილებსა და ღრძილებს ბაქტერიები და შეინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი.
- გამოიყენეთ რბილი კბილის ჯაგრისი - რბილი კბილის ჯაგრისი არ დააზიანებს ემალის საფარს, არ დააზიანებს ღრძილებს და ხელს შეუშლის კბილის მგრძნობელობის ზრდას.
- საკვები - როგორც აღვნიშნეთ, მაღალი მჟავიანობის მქონე საკვები, იწვევს კბილების მგრძნობელობის მატებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ დაბალანსებული კვების რაციონი.
- მიმართეთ სტომატოლოგს რეგულარულად - აუცილებელია 6 თვეში ერთხელ კბილების პროფესიონალური წმენდა და სტომატოლოგის მიერ რეკომენდირებული კბილის პასტისა და სავლების გამოყენება.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ დღესდღეობით ერთადერთი კლინიკაა საქართველოს მასშტაბით, რომელიც Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
შეიძლება დაგაინტერესოთ:
- ღრძილების ანთება - მიზეზები და მკურნალობა
- ყველაფერი პირის ღრუს ირიგატორების შესახებ
- რა უნდა გავითვალისწინოთ კბილის პასტის შერჩევისას