Disable Preloader

ბლოგი

კარიესის მკურნალობა ბავშვებში - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თქვენი პატარას ღიმილზე

12 სექტემბერი 2021

კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება, რადგან ისინი მაინც უნდა მოიცვალოს. სინამდვილეში კი, დაუმუშავებელი კარიესი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს და გავლენა იქონიოს როგორც მუდმივი კბილების სწორ განვითარებაზე, ისე ბავშვის ჯანმრთელობაზე.

 

რა არის კარიესი? 

კარიესი არის ბაქტერიული ფაქტორით გამოწვეული, კბილის მაგარი ქსოვილების დაიზანება, რომელიც იწყება მინანქრის დაშლით და დროთა განმავლობაში ღრმავდება. მისი ძირითადი მიზეზი პირის ღრუში არსებული ბაქტერიებია, რომლებიც შაქარსა და ნახშირწყლებს გარდაქმნიან მჟავებად. ეს მჟავები აზიანებს კბილის მინანქარს, თანდათანობით შლის კბილის დამცავ ფენას, აზიანებს კბილის მინანქარს და წარმოქმნიან დეფექტს, რომელსაც შემდგომში ვუწოდებთ “კარიესულ ღრუს” ან “დეფექტს”.

 

 

რატომ ჩნდება კარიესი ხშირად ბავშვებში?

ბავშვებში კარიესი ხშირად უფრო სწრაფად ვითარდება, რადგან მათი კბილის მინანქარი შედარებით თხელია და ნაკლებად გამძლე მჟავების მიმართ, ამავდროულად არსებობს კარიესის განვითარების რამდენიმე სპეციფიკური მიზეზი:

- სუსტი მინანქარი: ბავშვების კბილის მინანქარი შედარებით თხელი და ნაკლებად გამძლეა, რის გამოც ბაქტერიების მიერ გამოყოფილი მჟავები მას უფრო სწრაფად აზიანებს.

- არასრულფასოვანი პირის ღრუს ჰიგიენა: ბავშვებს ხშირად უჭირთ კბილების სწორად და საფუძვლიანად გახეხვა, ამიტომ აუცილებელია მშობლის ჩართულობა ყოველდღიურ ჰიგიენურ რუტინაში.

- არასწორი კვების რაციონი: ბავშვები ხშირად მიირთმევენ ტკბილეულს, შოკოლადს, ნამცხვრებს, წვენებსა და გაზიან სასმელებს, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. შაქარი ბაქტერიებისთვის იდეალური გარემოა, რაც აჩქარებს კარიესის განვითარებას. განსაკუთრებით მავნებელია ტკბილის მიღება ღამით, რადგან ძილის დროს ნერწყვის გამოყოფა მცირდება და კბილები ბუნებრივად ვერ იწმინდება.

- სტომატოლოგთან იშვიათი ვიზიტი: ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ სარძევე კბილები მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ისინი მაინც უნდა მოიცვალოს. ეს მიდგომა არასწორია, რადგან დაუმუშავებელი კარიესი შეიძლება გავრცელდეს, გამოიწვიოს ტკივილი, ინფექცია და მომავალში მუდმივი კბილების თანკბილვის დარღვევა.

 

კარიესის სიმპტომები ბავშვებში 

 კარიესის სიმპტომები ბავშვებში ხშირად შეუმჩნევლად იწყება, რადგან საწყის ეტაპზე ყოველთვის ტკივილს არ იწვევს. თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • თეთრი ან მუქი ლაქები კბილზე
  • კბილის მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილზე
  • ტკივილი ღეჭვის დროს
  • ბავშვის უარი საკვების მიღებაზე
  • უსიამოვნო სუნი პირიდან

 

თეთრი ან მუქი ლაქები კბილებზე: ერთ-ერთი პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილზე თეთრი, მოყვითალო ან მუქი ლაქების გაჩენა, რაც მინანქრის დაზიანებაზე მიუთითებს. დროთა განმავლობაში ეს ლაქები ღრმავდება და შეიძლება გადაიქცეს ღრუდ.

კბილის მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილზე: კარიესის პროგრესირებისას ხშირად ჩნდება კბილის მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილ საკვებზე. ბავშვი შეიძლება უჩიოდეს დისკომფორტს ჭამის დროს, განსაკუთრებით მყარ ან ძალიან ტკბილ პროდუქტებზე. ხშირ შემთხვევაში ტკივილი ჩნდება ღეჭვისას ან ღამით, რაც უკვე მიუთითებს უფრო ღრმა დაზიანებაზე.

ტკივილი ღეჭვის დროს: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ბავშვის ქცევის ცვლილება. კარიესის გამო გამოწვეული დისკომფორტის შედეგად ბავშვი შეიძლება უარს ამბობდეს საკვების მიღებაზე, გაღიზიანებული გახდეს ან ხშირად შეეხებოდეს პირსა და ლოყის მიდამოს.

უსიამოვნო სუნი პირიდან: ასევე გავრცელებული ნიშანია უსიამოვნო სუნი პირიდან, რაც ბაქტერიების აქტიურ გამრავლებაზე მიანიშნებს.

თუ კარიესი დროულად არ იქნა აღმოჩენილი, სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს და განვითარდეს ძლიერი ტკივილი, ღრძილების ანთება და ინფექცია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი საეჭვო ნიშნის შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვის სტომატოლოგთან დროული ვიზიტი, რათა პრობლემა მარტივად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

 

 

კარიესის სტადიები ბავშვებში 

კარიესი ბავშვებში ეტაპობრივად ვითარდება და მისი დროული აღმოჩენა მნიშვნელოვნად ამარტივებს მკურნალობის პროცესს. დაზიანების სიღრმითა და სიმძიმის მიხედვით, განასხვავებენ კარიესის 4 სტადიას: საწყისი კარიესი, ზედაპირული კარიესი, საშუალო კარიესი, ღრმა კარიესი. თითოეული სტადია მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას და მკურნალობის მეთოდს.

 

საწყისი კარიესი
ეს არის კარიესის ყველაზე ადრეული სტადია, როდესაც კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ლაქა. ამ ეტაპზე კბილი არ არის დაზიანებული ღრმად. ხშირად ბავშვი ტკივილს საერთოდ არ გრძნობს, რის გამოც პრობლემა შეუმჩნეველი რჩება. საწყისი კარიესი შესაძლოა იყოს შექცევადი  ფტორირების და პროფილაქტიკური მკურნალობის შემთხვევაში.

ზედაპირული კარიესი
ზედაპირული კარიესის დროს დაზიანება უკვე ვრცელდება მინანქრის შიგნით. კბილზე შეიძლება გაჩნდეს მცირე ღრუ ან მუქი ლაქა. ამ ეტაპზე ზოგჯერ ჩნდება მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილზე. ზედაპირული კარიესი საჭიროებს სტომატოლოგიურ ჩარევას, თუმცა მკურნალობა შედარებით მარტივი და უმტკივნეულოა.

საშუალო კარიესი
საშუალო კარიესის დროს დაზიანება აღწევს დენტინამდე, კბილის შიდა შრემდე. ამ ეტაპზე სიმპტომები უფრო მკაფიო ხდება: ბავშვი შეიძლება უჩიოდეს ტკივილს ღეჭვისას ან გარკვეული საკვების მიღების დროს. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ინფექცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. საშუალო კარიესი უკვე საჭიროებს კბილის ინფიცირებული ქსოვილის მოცილებას და დაბჟენას.

ღრმა კარიესი
ღრმა კარიესი ყველაზე მძიმე სტადიაა, როდესაც დაზიანება ახლოს არის კბილის ნერვთან ან უკვე აზიანებს მას. ამ ეტაპზე ტკივილი ძლიერია. ღრმა კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს ანთება, ინფექცია და სარძევე კბილის ნაადრევი დაკარგვა. ხშირად ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო რთული მკურნალობა, ზოგჯერ კი ნარკოზის გამოყენებაც, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში.

 

კარიესის თითოეული სტადია ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის დროული აღმოჩენა. რაც უფრო ადრე მოხდება მკურნალობა, მით უფრო მარტივი, სწრაფი და უმტკივნეულო იქნება პროცესი ბავშვისთვის.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი კარიესის დროული მკურნალობა ბავშვებში?

კარიესის დროული მკურნალობა ბავშვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა თავისით არ ქრება და დროთა განმავლობაში მხოლოდ უარესდება. დაუმუშავებელმა კარიესმა ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი
  • ინფექციის გავრცელება
  • კბილის ნერვის დაზიანება
  • სარძევე კბილის ნაადრევი დაკარგვა
  • მუდმივი კბილების არასწორი ამოჭრა

დროული მკურნალობა ბევრად მარტივი, სწრაფი და ნაკლებად სტრესულია ბავშვისთვის. ადრეულ ეტაპზე ჩატარებული პროცედურები უმტკივნეულოა და ხშირად არ საჭიროებს რთულ ჩარევას ან ნარკოზს. სწორედ ამიტომ რეგულარული სტომატოლოგიური ვიზიტები და პრობლემის დროული აღმოჩენა არის საუკეთესო გზა ბავშვის ჯანმრთელი ღიმილის შესანარჩუნებლად.

 

რა ღირს კარიესის მკურნალობა ბავშვებში?

კარიესის მკურნალობის ღირებულება ბავშვებში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. ესენია:

  • კარიესის სტადია
  • დასამუშავებელი კბილის რაოდენობა
  • გამოიყენება თუ არა ნარკოზი ან სედაცია
  • გამოყენებული მასალები:  ფასი დამოკიდებულია გამოსაყენებელ მასალაზე (ჰელიო-ბჟენი თუ სხვა).

ზუსტი ღირებულების დასადგენად აუციელებლია კონსულტაცია გაიროთ სტომატოლოგთან. მხოლოდ ექიმს შეუძლია შეაფასოს კბილების მდგომარეობა და შეადგინოს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” კონსულტაციის ეტაპზე, მშობელი იღებს დეტალურ ინფორმაციას მკურნალობის გეგმისა და ღირებულების შესახებ.

 

 

კარიესის მკურნალობა ბავშვებში ნარკოზით 

თანამედროვე ბავშვთა სტომატოლოგიაში, კარიესის მკურნალობა ნარკოზით ხშირად საუკეთესო გამოსავალია, მაშინ როდესაც ბავშვს უჭირს სტომატოლოგიურ პროცედურებთან შეგუება. მას ძირითადად მიმართავენ, როდესაც:

  • ბავშვი ძალიან პატარაა (3 წლამდე) და ფიზიკურად ვერ ჩერდება სავარძელში.
  • ბავშვს აქვს ძლიერი სტომატოლოგიური შიში (ფობია).
  • საჭიროა დიდი მოცულობის სამუშაოს ერთდროულად შესრულება (მაგალითად, 8-10 კბილის ერთდროულად დაბჟენა).
  • პაციენტს აქვს სპეციალური საჭიროებები.

ნარკოზის დროს ბავშვი ღრმა ძილში იმყოფება და ვერ გრძნობს ტკივილს, და დისკომფორტს. ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა ის, რომ ბავშვი არ იღებს უარყოფით გამოცდილებას სტომატოლოგთან ვიზიტისგან. ეს მომავალში ამცირებს შიშს და ხელს უწყობს ექიმთან მშვიდ ურთიერთობას. მშობლებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, ერთ ვიზიტში სრულად მოგვარდეს პრობლემა, ზედმეტი სტრესისა და ტკივილის გარეშე.

როგორ მიმდინარეობს პროცესი? მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა უსაფრთხოებას ეხება. თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოყენებული ნარკოზი უსაფრთხოა და ტარდება ანესთეზიოლოგის მკაცრი კონტროლით. პროცედურის განმავლობაში მუდმივად კონტროლდება ბავშვის სუნთქვა, გულისცემა და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები. მკურნალობამდე ექიმი აფასებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ნარკოზის გამოყენებაზე.

 

მკურნალობის დასრულების შემდეგ ბავშვი სწრაფად იღვიძებს და მას არ რჩება უარყოფითი მოგონება სტომატოლოგთან ვიზიტზე, რაც უმნიშვნელოვანესია მისი მომავალი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

იხილეთ 14 კბილის სანაცია ნარკოზის ქვეშ ექიმ ლია მანიას მიერ.

 

 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულება გთავაზობთ უსაფრთხო და თანამედროვე მკურნალობას.

ნარკოზით მკურნალობა კი ტარდება პარტნიორ კლინიკაში, “ამერიკულ ჰოსპიტალში”, ჩვენი ექიმების მიერ.

 

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ