დენტალური იმპლანტაცია უკბილობის (ადენტია) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. დენტალური იმპლანტაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც პაციენტს კბილი სრულიად აქვს დაკარგული. ეს კი ნიშნავს, იმას, რომ ყბის ძვალში არ არის ფესვი. იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს პაციენტის ყბის ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ მეტალის იმპლანტის მოთავსებას, რომელზეც შემდგომში ხელოვნური კბილი, იგივე გვირგვინი ფიქსირდება. დღესდღეობით, კბილის დაკარგვის შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა იმპლანტაცია ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება, რადგან იმპლანტი და მასზე მოთავსებული ხელოვნური კბილი (გვირგვინი) როგორც ვიზუალურად ასევე ფუნქციურად იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტები თავსდება დაკარგული კბილის ადგილას, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება. თანამედროვე სტილის იმპლანტი ძირითადად სამი ნაწილისაგან შედგება- ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინერგება ძვალში; იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს მეტალის ფესვთან; ხელოვნური გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილის ანალოგია. დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებაში, რადგან იმპლანტები ვიზუალურ ეფექტთან ერთად აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე. ამასთან ერთად, იმპლანტები აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემურ ფუნქციას დახელს უწყობს ღეჭვის ნორმალური ფუქნციის აღდგენას.
ხელოვნური გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა. ისევე როგორც იმპლანტები, კბილის ხელოვნური გვირგვინებიც აღადგენენ საღეჭი აპარატის ფუნქციას და ხელს უშლიან სახის ასიმეტრიის განვითარებას. თანამედროვე ხელოვნური გვირგვინები მრავალფეროვანი მასალისაგან მზადდება. გამოცდილი და პროფესიონალი სტომატოლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ ხელოვნური გვირგვინის მასალა. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის საწყის ეტაპზე მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერი და მინანქრის (იგივე ემალი) სტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და პაციენტის პირის ღრუს ინდივიდუალურ მახასიათებლებზე ზუსტად მორგებული ხელოვნური გვირგვინი გამოირჩევა გამძლეობით, ფერის მდგრადობით და მაღალი ესთეტიურობით. ის მრავალი წლის განმავლობაში ასრულებს თავის ფუნქციას, რაც შეეხება მკურნალობის ეფექტის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანია პაციენტი იცავდეს ექიმის რეკომენდაციებს და 6 თვეში ერთხელ დაგეგმოს სტომატოლოგს გეგმიურ შემოწმებაზე და ამასთან ერთად ჩავიტაროთ პროფესიონალური წმენდის პროცედურა.
კბილის ან კბილების დაკარგვის შედეგად ყბის ძვალზე გაჩენილი სივრცეები არღვევენ კბილთა მწკრივის მთლიანობას, რაც თავის მხრივ, აზიანებს ჯანსაღ კბილს. ამასთან ერთად, დროთა განვამლობაში ადგილს იჩენს მრავალი ფუნქციური და ესთეტიური დარღვევა. მაგალითად როგორიცაა: მეორადი დეფორმაციების ჩამოყალიბება, ძვლის განლევა და ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა, ანუ ღეჭვითი ძალის არათანაბარი გადანაწილება. იმისთვის რომ კბილის დაკარგვის შემდგომ არ მივიდეთ ზემოტ ჩამოთვლილ პრობლემებამდე, აუცილებელია ექიმ სტომატოლოგთან დროული ვიზიტი, სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუიშვილის ქ. 11) Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია.Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდს მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16