დღევანდელი ბლოგი ჩვენს ეპოქაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სტომატოლოგიურ დაავადებებს ეხება.
პაროდონტიტი კბილის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კბილების დაკარგვა. პაროდონტის ქსოვილების ანთება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
არსებობს პაროდონტის ქსოვილების სხვადასხვა სახის დაავადება, თუმცა, მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვებული ნადებით და მასთან დაკავშირებული ბაქტერიებით. ასეთი პათოგენური ბაქტერიების გამრავლებისას ვითარდება ღრძილების ანთება, რასაც მოსდევს ღრძილების განლევა ,ძვლის განლევა , კბილების მორყევა და საბოლოოდ კბილების დაკარგვა. კბილის ზედაპირსა და ღრძილების მიდამოებში ნადების დაგროვების შედეგად სწრაფად მრავლდებიან პათოგენური (დაავადების გამომწვევი) ბაქტერიები, რის შემდეგაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა არ მიმართა პაროდონტოლოგს, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში, კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება.
ნადების გარდა, პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
რაც შეეხება პაროდონტიტის სიმპტომებს, ისინი ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში. ამასთან ერთად, პაროდონტიტს ახასიათებს ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტი, რაც გულისხმობს ზომაში გაზრდილი, წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნს პირს ღრუში, ასევე ღრძილის მოშიშვლებას კბილების ყელის მიდამოში.
კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს ხდება კბილის მაგარი ქსოვილების მინერალებისგან გამოფიტვა და ქსოვილის დარბილების შემდგომ, ღრუს წარმოქმნა. ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობითაა მიკრო ორგანიზმები, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ - სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები როგორც წესი, დედიდან „მემკვიდრეობით“ გადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი ათმაგდება. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც აზიანებს და შლის კბილის მყარ საფარს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ნებისმიერი კარიესი იწყება იმით, რომ პირის ღრუში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები. კბილის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კარიესის პროფილაქტიკას. პროფილაქტიკა გულისხმობს, კარიესის გამომწვევი ფაქტორების მოცილებას და კბილის ქსოვილის მდგრადობის გაზრდას,ანუ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს,რაც თავის მხრივ მოიცავს:
პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზრდასრული ადამიანების 50%-ს აქვს ან ოდესმე ჰქონია ცუდი სუნი პირის ღრუდან. უსიამოვნო სუნის გასაქრობად მრავალი საშუალება არსებობს, მაგალითად - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა. არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა მიზეზმა გამოიწვია დაავადების პროვოცირება. ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, პირველ რიგში აუცილებელია კბილების დღეში ორჯერ გახეხვა. გამოიყენეთ საწმენდი ძაფები ყოველდღიურად, დარწმუნდით, რომ კბილებს შორის არსებული ცარიელი სივრცეები მუდმივად სუფთაა. ასევე, რეკომენდირებულია პირის ღრუს ანტიბაქტერიული სავლები საშუალების პერმანენტული გამოყენება. დალიეთ ბევრი წყალი და შეინარჩუნეთ პირის ღრუს ტენიანობა. საუკეთესო შემთხვევაში დაანებეთ თავი თამბაქოს მოხმარებას.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი:
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს შესაძლებლობა, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16