Disable Preloader

ბლოგი

სამი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადება

16 მარტი 2023

დღევანდელი ბლოგი ჩვენს ეპოქაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სტომატოლოგიურ დაავადებებს ეხება. 

რა არის და  როგორ ვითარდება პაროდონტიტი?

პაროდონტიტი კბილის  გარშემო არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესიარომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კბილების დაკარგვა. პაროდონტის ქსოვილების ანთება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  

არსებობს პაროდონტის ქსოვილების სხვადასხვა სახის დაავადება, თუმცა, მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვებული  ნადებით და მასთან დაკავშირებული ბაქტერიებით. ასეთი პათოგენური ბაქტერიების გამრავლებისას ვითარდება ღრძილების ანთება, რასაც მოსდევს ღრძილების განლევა ,ძვლის განლევა , კბილების მორყევა და საბოლოოდ კბილების დაკარგვა. კბილის ზედაპირსა და ღრძილების მიდამოებში ნადების დაგროვების შედეგად სწრაფად მრავლდებიან პათოგენური (დაავადების გამომწვევი) ბაქტერიები, რის შემდეგაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა არ მიმართა პაროდონტოლოგს, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში, კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება.

ნადების გარდა, პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • დაქვეითებული იმუნიტეტი
  • გენეტიკური ფაქტორი
  • თამბაქოს ხშირი მოხმარება
  • მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტი
  • სტრესი
  • არასწორი კვება

რაც შეეხება პაროდონტიტის სიმპტომებს, ისინი ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში. ამასთან ერთად, პაროდონტიტს ახასიათებს ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტირაც გულისხმობს ზომაში გაზრდილი, წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნს პირს ღრუში, ასევე ღრძილის მოშიშვლებას კბილების ყელის მიდამოში.                                                            

რა არის და როგორ ვითარდება კარიესი?

კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს ხდება კბილის მაგარი ქსოვილების  მინერალებისგან გამოფიტვა და ქსოვილის დარბილების შემდგომ, ღრუს წარმოქმნა. ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობითაა მიკრო ორგანიზმები, რომლებიც  სწრაფად მრავლდებიან. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ - სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები როგორც წესი, დედიდანმემკვიდრეობითგადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი ათმაგდება. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც აზიანებს და შლის  კბილის მყარ საფარს.          არ უნდა დაგვავიწყდესნებისმიერი კარიესი იწყება იმით, რომ პირის ღრუში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები. კბილის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კარიესის პროფილაქტიკას. პროფილაქტიკა გულისხმობს, კარიესის გამომწვევი ფაქტორების მოცილებას და კბილის ქსოვილის მდგრადობის გაზრდას,ანუ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს,რაც თავის მხრივ მოიცავს:

  • ორგანიზმის გამოჯანმრთელებას,
  • სწორი კვების რაციონის დაცვას,
  • პირის ღრუს ჰიგიენას,
  • ნერწყვის გამოყოფის ნორმალიზებას,
  • ყბა-კბილთა ანომალიების და დეფორმაციების მოშორებას,
  • კბილის ბუნებრივი ფისურების (ჩანაჭდევების) ჰერმეტიზაციას.

რა არის და როგორ ვითარდება ჰალითოზი?

პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზრდასრული ადამიანების 50%- აქვს ან ოდესმე ჰქონია ცუდი სუნი პირის ღრუდან. უსიამოვნო სუნის გასაქრობად მრავალი საშუალება არსებობს, მაგალითად - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და .. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა. არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა მიზეზმა გამოიწვია დაავადების პროვოცირება. ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვისიმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, პირველ რიგში აუცილებელია კბილების დღეში ორჯერ გახეხვა. გამოიყენეთ საწმენდი ძაფები ყოველდღიურად, დარწმუნდით, რომ კბილებს შორის არსებული  ცარიელი სივრცეები მუდმივად სუფთაა. ასევე, რეკომენდირებულია პირის ღრუს ანტიბაქტერიული სავლები საშუალების პერმანენტული გამოყენება. დალიეთ ბევრი წყალი და შეინარჩუნეთ პირის ღრუს ტენიანობა. საუკეთესო შემთხვევაში დაანებეთ თავი თამბაქოს მოხმარებას.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი:

  • ყოველდღიურად გაწმინდეთ პროთეზი, ბრეკეტები და კაპები;
  • შეცვალეთ ძველი კბილის ჯაგრისი ახლით ყოველ 1 თვეში ერთხელ;
  • ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს კბილების პროფესიონალური წმენდისთვის 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაშითქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს შესაძლებლობა, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე

სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე(+995) 322 22 15 16