ვინირება ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (ფაიფურის და კომპოზიტური ვინირები) და მათ ძირითადად გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული, ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს. კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
კერამიკული (ფაიფურის) ვინირების უშუალო ფიქსაციამდე, მომზადების პროცესი გულისხმობს, პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი. კომპიუტერული პროგრამის გმოყენება ( ვინირების 3D მოდელირება ) შესაძლებელს ხდის, პაციენტმა თავად შეიტანოს ცვილებები კბილების ფორმებში, ფერსა თუ ზომაში და უკეთ აღიქვას ის ორთოპედიული შედეგი, რომელიც კერამიკული (ფაიფურის) ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა.
კერამიკული (ფაიფურის) ვინირების გამოყენება “ჰოლივუდის ღიმილის” შექმნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პოპულარული მეთოდია.
ზოგადად ესთეტიური სტომატოლოგიის განვითარებამ გამოიწვია მასალების და მეთოდების დახვეწა და თანამედროვე ეპოქაში ჩამოყალიბდა 2 ძირითადი ჯგუფი:
პირდაპირი რესტავრაციების წესი, კომპოზიტური მასალებით რესტავრირება, რაც გულისხმობს კბილის ესთეტიურ გალამაზებას უშუალოდ პირის ღრუში, და არაპირდაპირი წესი-ლაბორატორიაში დამზადებული ფაიფურის ვინირების კბილზე ფიქსაცია.
თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ღიმილის გალამაზების რამდენიმე მეთოდი. იმ შემთხვევაში თუ კბილები არ არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, წინა კბილების კომპოზიტებით რესტავრაციის ან მთლიანად ცირკონის გვირგვინებით შეცვლის ალტერნატივად გვევლინება ფაიფურის (კერამიკა) ვინირები.
ცირკონის გვირგვინებთან და კომპოზიტურ ვინირებასთან შედარებით კერამიკის ვინირები გამოირჩევიან ბუნებრიობით, მათ აქვთ კბილისათვის დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე. კერამიკული ვინირები ჰარმონიულად ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს სტრქტურას და სახის ნაკვთებს. ამასთან ერთად ვინირი ემსახურება არა მარტო კბილის კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებს, არამედ ისინი კბილების დაშლასა და ტრავმებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებენ და იცავენ კბილს შემდგომი დაზიანებისგან. ამასთან ერთად, კერამიკული ვინირებით კბილის რესტავრირება გამოირჩევა ნაკლებინვაზიური მეთოდით.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სურვილია არა მხოლოდ პირის ღრუს ესთეტიური ეფექტის გაუმჯობესება, ორთოპედიული ვინირების საშუალებით, არამედ კბილების სრული დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან, შესაძლეველია მკურნალობა ჩატარდეს “ვინირ-360” მეთოდით. ვინირ 360 - ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი. ისევე როგორც კერამიკული ვინირი, ისიც გამოირჩევა კბილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სიპრიალითა და ფერით. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხდება კბილის ზედაპირის დაფარვა 360 გრადუსით, თხელი ფაიფურის ფირფიტით, რომელიც ყველა ზედაპირიდან იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდენობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გავითვალისწინოთ:
რაც ეხება მაღალ მჟავიან პროდუქტებს, როგორიცაა ციტრუსები, ღვინო და ა.შ. ხარისხიანი კერამიკული ვინირი მათ მიმართ აბსოლუტურად მდგრადია.