საკვები და პირის ღრუს ჯანმრთელობა
04 მაისი 2023
რატომ არის პირის ღრუს ჯანმრთელობა ასეთი მნიშვნელოვანი?
კბილების ფუნქცია არ არის მხოლოდ ღეჭვის ფუნქციისა და საკვების მონელების გამარტივება. ჯანსაღი პირის ღრუ გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრია.
კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვისას აუცილებელია ვიცოდეთ მათი აგებულების შესახებ. მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მყარი ქსოვილია და შედგება კალციუმის მარილებისგან (დაახლოებით 95%), სწორედ ამიტომ, კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ის საკვები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ - რაც უფრო მდიდარია საკვები მინერალებით, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი კბილები. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი და მიირთვათ დაბალანსებული საკვები, რათა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ ჯანსაღი პირის ღრუ. სასურველი შედეგის მიღწევაში კი, ჩვენი პროფესიონალი ექიმების რჩევები დაგეხმარებათ.
საჭირო მინერალები და ვიტამინები:
- კალციუმი - კბილის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება სწორედ კალცია, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია საკვების სახით. კალცს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: რძე, ხაჭო, არაჟანი, თევზი, სტაფილო, ჭარხალი, პარკოსნები, ნუში, ყურძენი, თაფლი, ფორთოხალი, მარწყვი და ასე შემდეგ.
- ვიტამინი D - აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში კალცის შეწოვისათვის აუცილებელია ვიტამინი D-ს ჯანსაღი ბალანსი. სწორედ ამიტომ, კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების გაჯანსაღებისათვის დანიშნული მედიკამენტები კალცთან ერთად, შეიცავენ ვიტამინ D-საც. ადამიანის ორგანიზმს გააჩნია უნიკალური თვისება - წარმოქმნას ვიტამინი D მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ, სწორი კვებასთან ერთად, მზიან დღეს ფეხით სეირნობა დაგეხმარებათ ჯანმრთელი და მიმზიდველი ღიმილის შენარჩუნებაში.
- ფოსფორი - ფოსფორი უზრუნველყოფს მინანქრის სიმყარეს. ამ ნივთიერების სათანადო ბალანსის გარეშე, კბილი ვერ შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას. ამიტომ, ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ, კალცთან ერთად მიიღოთ საკმარისი რაოდენობის ფოსფორიც. ფოსფორის მაღალი შემცველობით გამოირჩევა: მწვანე ბარდა, თხილი, მარცვლეული, ნიახური, თევზი, ხორცი, სოიო.
- ფთორი - ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კბილის მინანქრის სიჯანსაღეში და აძლიერებს მინანქრის მდგრადობას მჟავების მიმართ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ანტიკარიესულ ეფექტს.
- იოდი - იოდი უზრუნველყოფს კბილის სიმყარეს და ორგანიზმში მისი ბალანსის დასაცავად, სასურველია იოდიზირებული მარილის მიღება.
კვების წესები, რომლებიც თავიდან აგვარიდებს კარიესის განვითარებას
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ:
- აუცილებლად შეამცირეთ საკვებ რაციონში კარიესის გამომწვევი ნახშირწყლები. ამისათვის ყველაზე მარტივი გზაა, შეამციროთ ტკბილეულის მიღება. რეკომნედირებულია, ამოიღოთ საკვები რაციონიდან შოკოლადისა და შაქარყინულის კამფეტები, ხოლო ჩაისა თუ ყავაში შაქრის ნაცვლად, გამოიყენოთ თაფლი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თაფლი შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელსაც ვერ გადაამუშავებენ პირის ღრუს ბაქტერიები.
- გაზარდეთ მცენარეული უჯრედისის მიღება, რომელსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს. უჯრედისის გადამუშავება პირის ღრუს ბაქტერიების მიერ ვერ ხდება, შესაბამისად, ისინი გამრავლებისთვის მას, როგორც საკვებს, ვერ გამოიყენებენ.
- აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ რა ფორმით იღებთ ხილსა და ბოსტნეულს. უფრო სასარგებლოა მიირთვათ მთლიანი ვაშლი ან სტაფილო, ვიდრე იგივე მიიღოთ წინასწარ გახეხილი ან წვენის ფორმით. სტრუქტურულად მაგარი საკვები ბუნებრივად ახდენს კბილების გასუფთავებას, ამაგრებს ემალს და ეხმარება მათ სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
- ხშირად მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც აძლიერებენ ნერწყვის სეკრეციას (გამოყოფას). ასეთებია: მჟავე ხილი და ბოსტნეული, ხორციანი (ცილოვანი) და კომბოსტოს ნახარშები. ნერწყვს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, რეცხავს ბაქტერიებს კბილებიდან და შესაბამისად, უზრუნველყოფს კარიესის პრევენციას. ნერწყვში არსებული ანტიბაქტერიული ნივთიერება ლიზოციმი და კალცი, აღწევს მინანქარში და ამაგრებს მას.
- დალიეთ წყალი - წყლის სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ.
- სახლის პირობებში იდეალურად რომ მოვუაროთ პირის ღრუს გვესაჭიროება როგორც ჯაგრისი, ასევე საშუალებები, რომელიც გამოიყნეება კბილთაშორისი სივრცეების წმენდისთვის, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საშუალებაა ირიგატორი. პირის ღრუს ირიგატორი, წყლის ჭავლის გამოყენებით, უზრუნველყოფს ნადების მოშორებას კბილთაშორის არედან, ღრძილებიდან და სასისა და ლოყების რბილი ქსოვილებიდან. სასურველია, სახლის პირობებში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვასთან ერთად 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი.