მოგზაურობა ყველასთვის უდიდესი სიამოვნება და განტვირთვაა. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს შოპინგთან ასოცირდება, ზოგისთვის კი, მოგზაურობა კომფორტულ სასტუმროში დარჩენა, ღირშესანიშნაობების მონახულება და გემრიელი კერძების დაგემოვნებაა, ზოგი კი უბრალოდ მზადაა, ერთი ზურგჩანთით შემოიაროს უცნობი სივრცეები და დატკბეს ახალი ადგილებითა და ემოციებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა გავატაროთ ჩვენი შვებულება, აუცილებელია დავიცვათ თავის მოვლის რუტინა და შევინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა.
რატომ არის პირის ღრუ ასეთი მნიშვნელოვანი?
წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრია. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ იმ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი შვებულება უფრო სასიამოვნო, შეინარჩუნოთ ჯანსაღი, სუფთა პირის ღრუ და დატკბეთ თქვენი მოგზაურობის ყველა მომენტით.
არ დაგავიწყდეთ თქვენს სამგზავრო ჩანთაში პატარა ადგილი კბილის ძაფს დაუთმოთ. ეს მსუბუქი, მარტივი საშუალება ბევრად უფრო გაადვილებს თქვენი კბილების მოვლას. კბილების გახეხვის შემდეგაც კი, კბილების ზედაპირის მინიმუმ 40% ხელუხლებელი რჩება. ძაფების გამოყენება ხელს უწყობს კბილთა შორის სივრცეში დარჩენილი საკვები ნაწილაკების და სხვა ნივთიერებების მოცილებას, რომელთა ამოღებაც შეუძლებელია ჯაგრისის გამოყენებით. კბილთაშორისი სივრცეების წმენდისთვი გამოიყენეთ ძაფი, ინტრადენტალური ჯაგრისები ან ირიგატორი. პაროდონტოლიგი დაგეხმარებათ შეგარჩევინით თქვენი კბილთა მწკრივისთვის რომელი საშუალებაა ოპტიმალური. ძაფის გამოყენება რეკომენდირებულია დღეში ერთხელ მაინც. პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირის ღრუს ირიგატორი. ირიგატორის მთავარი დანიშნულებაა, წნევის ზემოქმედებით შექმნას სითხის თხელი ნაკადი, რომელიც ნადებისგან ასუფთავებს კბილის რთულად მისადგომ ზონებს და განსაკუთრებით ეფექტურია ბრეკეტების, იმპლანტების, ორთოპედიული გვირგვინებისა და ვინირების დროს.
მოგზაურობისას, უშაქრო საღეჭი რეზინი თქვენი ხელჩანთის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. საღეჭი რეზინი კარგი საშუალებაა პირის ღრუში ნერწყვის გამომუშავებისთვის, რომელსაც დამცავი ფუნქცია აქვს, აბალანსებს მჟავიანობას პირის ღრუში და ხელს უშლის კბილის ემალის დაზიანებას (კარიესის განვითარებას). ასე, რომ, მოგზაურობის დროს, ლოკალური სამზარეულოს შედევრებით ტკბობის შემდეგ, საღეჭი რეზინის მოხმარება 5 წუთით დააბალანსებს მჟავიანობას თქვენს პირის ღრუში.
არ დაგავიწყდეთ ანტიბაქტერიული სავლები! კბილის ფლოსთან და საღეჭ რეზინთან ერთად, ანტიბაქტერიული პირის ღრუს სავლები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი. მისი გამოყენება აუცილებელია დილის რუტინის დროს რათა კბილებსა და მთლიანად პირის ღრუს მოშორდეს ძილის დროს დაგროვებული ნადები.
მოგზაურობისას ყოველდღიურად გამოიყენეთ ფთორის შემცველი კბილის პასტა. ფთორი აჯანსაღებს კბილის ზედაპირს და აწვდის მას საჭირო მინერალებს. სეირნობისა და ცურვისაგან გადაღლილ სხეულს კი, აუცილებლად სჭირდება მინერალების მიწოდება.
წყლის სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. ამიტომ, თქვენს ხელჩანთაში ყოვლთვის უნდა გამონახოთ ადგილი წლის ბოთლისათვის. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს იგი ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ
ბოლოს კი, “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გირჩევთ, მიუხედავად იმისა ემზადებით თუ არა შვებულებისათვის, ყოველთვის იცოდეთ, კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესია პირის ღრუს ჰიგიენის რეგულარული დაცვა. კბილების გახეხვა არის ჰიგიენის დაცვის უპირველესი გზა, რომელსაც ნებისმიერი სტომატოლოგი გირჩევთ. ამიტომაც, ექიმის რეკომენდაციით შეარჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა და კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ გამოიხეხეთ.
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი გირჩევთ, შვებულებისა და მოგზაურობის დროს სათანადო ყურადღება მიაქციოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში კი, ესტუმროთ სტომატოლოგს და წინასწარ მოაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელმაც შეიძლება მოულოდნელად, დასვენების დროს იჩინოს თავი. ჩვენს კლინიკაში (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11 ) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით და გამოიყენონ საბანკო განვადება. სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16