ღრძილების ჯანსაღი ფორმა და ფერი მომხიბვლელი ღიმილის განუყოფელი ნაწილია. ღრძილების სიჯანსაღეს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანემედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში. ხშირია კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის კბილების ირგვლივ, ღრძილი არათანაბარი ფორმისა თუ სიმაღლისაა, რის გამოც კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს. ამ დროს დარღვეულია პაციენტის პირის ღრუს სიმეტრია და შესაბამისად, ღიმილიც არაესთეტიკურია.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ღრძილები ზედმეტად ან არასაკმარისად ფარავს კბილს, სტომატოლოგები უმეტესწილად რეკომენდაციას უწევენ ღრძილის ფორმის შეცვლას ქირურგიული მიდგომით. ღრძილების პლასტიკა მცირედ ინვაზიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც იძლევა პაციენტისთვის სასურველ ესთეტიკურ შედეგს. ვიზუალურ ეფექტთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ღრძილის ფორმის ცვლილების გავლენა ღრძილისა და კბილების ზოგად ჯანმრთელობაზე - სწორი დგომის ღრძილი იცავს კბილს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან და პირიქით, არასწორი დგომის შემთხვევაში იზრდება კბილების დაზიანების რისკი.
მაშინ, როცა პაციენტს აქვს არათანაბარი ზომის ღრძილები და საჭიროა მისი კონტურის კორექცია და ზედმეტი ნაწილის მოცილება გამოყენება ადგილობრივი ანესთეზია. კონტურის შეცვლის დროს, ქირურგ-პარადონტოლოგს შეუძლია გამოიყენოს როგორც ლაზერული აპარატი, ასევე რეზექცია (დაავადებული ქსოვილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა, ქირურგიული სკალპელის გამოყენებით). პოსტოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია შეასრულოს სტომატოლოგის მიერ გაცემული დანიშნულება. სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და პაციენტი არ უჩივის მწვავე ტკივილებს პირის ღრუს არეში, საკვებისა თუ სასმლის მიღებისას.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკას” ასევე, ხშირად მიმართავენ პაციენტები, ვისაც აწუხებს არა ზედმეტი ღრძილის ქსოვილი და მისი ვიზუალური მხარე, არამედ პირიქით, ღრძილის ქსოვილის „ნაკლებობა“. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს სწორედ მისი განლევა და ამით გამოწვეული დისკომფორტი. ღრძილის რეცესია(განლევა) გულისხმობს ღრძილის მოცულობის შემცირებასა და ფესვის გაშიშვლებას. ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს ფესვს, რაც თავის მხრივ ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიკურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. პროცესი ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება.
ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად ნებისმიერი პაციენტისთვის ინდივიდუალურია. უმეტესად ღრძილის რეცესიის მიზეზებად მიიჩნევა:
ღრძილის ზრდა შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღების გვერდით მოვლენად სახელდება. ასეთი პრეპარატებია: იმუნოსუპრესორები, კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიკონვულსანტები. ასევე, შესაძლოა ღრძილის ქსოვილს არ აღენიშნებოდეს არანაირი პათოლოგია და გვირგვინები მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდეს მოკლედ და ასიმეტრიულად. ასეთ შემთხვევებში, კლინიკურ დიაგნოზს წარმოადგენს კბილთა ამოჭრის ნორმალური პროცესის დარღევა, რაც ადამიანის ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას არ აზიანებს, ხოლო ესთეტიკური მიზნით, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
“ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მცირედი კოსმეტიკური ჩარევით, სამუდამოდ დაემშვიდობოთ ღრძილებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენს კლინიკაში ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა შეკითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.