Disable Preloader

ბლოგი

როდის და როგორ დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი შვილების პირის ღრუზე?

05 ოქტომბერი 2023

როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან პირველი შემოწმების მიზნით?

თქვენი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფიზიკური განვითარების ნებისმიერი სხვა ასპექტი. სწორი და პერმანენტული მოვლა, დაბალანსებული კვება და რეგულარული სტომატოლოგიური ვიზიტები ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნების გარანტიაა. სტომატოლოგიური პრობლემების პრევენცია და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის ქონა, არის ჯანსაღი, სასიამოვნო ღიმილის მთავარი საწინდარი. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ ურჩევს მშობლებს, ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან განახორციელონ პირველ დაბადების დღემდე ან პირველი კბილის ამოღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.

რა სარგებელი მოაქვს ადრეულ ბავშვობაში სტომატოლოგიურ ვიზიტებს?

ბავშვთა სტომატოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მაშინ, როცა საკითხი ეხება მცირე ასაკის პაციენტებს, ჩვენი კლინიკის გუნდის მთავარი მიზანია, რომ თითოეული ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან იყოს მშვიდი, მხიარული და პოზიტიური გამოცდილებებით სავსე. რაც უფრო ადრე დაიწყებენ ბავშვები რეგულარულ ვიზიტებს სტომატოლოგთან, მით უფრო  მაღალი იქნება მათი შანსი მთელი ცხოვრების განმავლობაში  შეინარჩუნონ მომხიბვლელი და ჯანსაღი ღიმილი. გამოკვლევები ადრეულ ასაკში, საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მოხდეს კარიესისა და სხვა სახის პრობლემების (მაგალითად ღრუებისა  და ლაქების წარმოქმნა) თავიდან აცილება. როდესაც ბავშვებს ჯანსაღი კბილები აქვთ, მათ შეუძლიათ ადვილად ღეჭონ საკვები და ისწავლონ სწორი მეტყველება.

როგორ შევაჩვიოთ ბავშვები პირის ღრუს ჰიგიენას?

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა შესაბამისი ყურადღება მიაქციონ კბილების წმენდის პროცესს და ჩამოუყალიბონ ბავშვებს თავის მოვლის სწორი ჩვევები. იმისთვის, რომ თქვენმა შვილებმა შეიყვარონ კბილების წმენდის რუტინა და შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ:

  • მიაჩვიეთ თქვენი შვილი ყოველდღიურად კბილებისა და პირის ღრუს გასუფთავებას ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, სანამ კბილები ამოეჭრებათ. ეს მათ  თავიდან ააცილებს მომავალში კარიესის განვითარების საფრთხეს.
  • პირის ღრუს გასუფთავება ყოველი კვების შემდეგ სპეციალური, ახალშობილთათვის შექმნილი სავლებით ან უბრალოდ წყლით ხელს შეუშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას.
  • კბილების ამოსვლისას გამოიყენეთ თქვენი შვილის ასაკისათვის შესაფერისი, რბილი კბილის ჯაგრისი. შესაძლებელია როგორც სილიკონის, ასევე ნაზი ჯაგრისის შერჩევა.
  • გახადეთ კბილების წმენდის რუტინა მხიარული, მიეცით ამ ყველაფერს თამაშის ფორმა და არ დაგავიწყდეთ თქვენი შვილის  დასაჩუქრება კარგად შესრულებული „დავალების“ შემდეგ.
  • ხშირად, ბავშვისათვის თავის მოვლის მარტივი წესების სწავლებაში, მშობლებს ეხმარება „თანამონაწილეობის პრინციპი“. გაიხეხეთ კბილები ერთად, ასე თქვენი შვილი აიღებს მაგალითს თქვენგან და უკეთ გაიაზრებს პირის ღრუს წმენდის აუცილებლობას.

6 რჩევა სტომატოლოგიური შიშის შესამსუბუქებლად

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ასწავლოთ თქვენს პატარას როგორ დაძლიოს სტომატოლოგთან ვიზიტის შიში.

  • იპოვეთ თქვენი შვილისათვის შესაფერისი ექიმი. სწორად შერჩეული სტომატოლოგი შეგიქმნით კომფორტულ გარემოს.
  • სტომატოლოგთან ვიზიტის წინ სცადეთ დაამშვიდოთ თქვენი პატარა, წინასწარ გაასეირნეთ ფეხით, მოუსმინეთ მუსიკას ერთად ან უბრალოდ მიირთვით ტკბილეული.  
  • აუცილებლად დაესწარით ყველა პროცედურას, ასე თქვენი შვილი თავს მარტო აღარ იგრძნობს.
  • მიდით კლინიკაში დანიშნულ დროზე უფრო ადრე, ასე მეტი დრო გექნებათ შეაჩვიოთ ბავშვი გარემოს.  
  • აუცილებლად უთხარით თქვენს ექიმს ბავშვის ფობიის შესახებ, რათა იგი იყოს მზად შესაძლო გართულებებისათვის.
  • დასვით ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ და დაელოდეთ პასუხს - რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ პროცედურასთან დაკავშირებით, მით უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს. დაიმასხოვრეთ რაც უფრო მშვიდად გრძნობს თავს მშობელი, მით უფრო ნაკლებად სტრესულია სიტუაცია პატარასთვის. 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გირჩევთ, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ თქვენი შვილი სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტს. ამ გზით პირის ღრუს მოვლა ბუნებრივ და აუცილებელ ჩვევად გადაიქცევა, რაც შემდგომში მომხიბვლელი და ჯანსაღი ღიმილის გარანტიაა.