ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
„ბლიც დენტალი - კახებერ ხარებავას კლინიკაში“ იმპლანტაციური მკურნალობის დაგეგმარება ხდება უახლესი ციფრული ტექნოლოგიების და ქირურგიული შაბლონების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს დენტალური იმპლანტების ზუსტ განთავსებას. რაც, შემდგომში, საშუალებას გვეძლევს მივიღოთ პროგნოზირებადი შედეგები ორთოპედიული მკურნალობისას.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში. Dentsply Sirona მსოფლიო მასშტაბით, პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ბლიც დენტალს გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა. ამასთან ერთად „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავს კლინიკაში“ დაგხვდებათ დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო იმპლანტოლოგები, უმაღლესი ხარისხის იმპლანტები და რაც მთავარია, კომფორტული, თქვენს საჭიროებებზე მორგებული გარემო. ეს ყველაფერი კი თქვენი თავდაჯერებული ღიმილის გარანტიაა.
დენტალური იმპლანტაცია ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები ანიჭებენ უპირატესობას.
დენტალური იმპლანტაციის დროს ყბის ძვალში ინერგება ხელოვნური ფესვი ანუ იმპლანტი. კბილის იმპლანტი ერთგვარ საყრდენია, რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი, იგივე - გვირგვინი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დაკარგული კბილის ხელოვნური კბილით ჩანაცვლება, დენტალური იმპლანტები რჩება ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებად. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი და გვირგვინი მაგრდება კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისთვის შეუმჩნეველი ხდება. რაც შეეხება თავად ოპერაციას, იგი პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა, დაახლოებით 40-დან 60 წუთამდე გრძელდება და კეთდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით.
დენტალური იმპლანტების უპირატესობებზე საუბრისას, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი ვიზუალური მახასიათებლები. დენტალური იმპლანტზე მოთავსებული გვირგვინი ბუნებრივ კბილს ძალიან ჰგავს და შესაბამისად, ის ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუსა და სახის მოყვანილობას. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დენტალურ იმპლანტებზე მოთავსებულ გვირგვინებს აქვს ბუნებრივი კბილის შეგრძნება. უშუალოდ გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში და მაშინ, როდესაც ენა ეხება იმპლანტის გვირგვინს, პაციენტს აქვს ბუნებრივი კბილის ემალის მსგავსი შეგრძნებები. გარდა ამისა, კბილის იმპლანტი იცავს გვერდითა კბილებს მორყევისგან, რადგან მწკრივის დარღვევსას კბილები “ვეღარ იჭერს ერთმანეთს”, ირყევა და საბოლოოდ ხშირია კბილის კარგვა.
ამიტომაც, დაკარგული კბილის აღდგენით თქვენ არა მარტო ცვლით ღიმილის ვიზუალს, არამედ აუმჯობესებთ პირის ღრუს ფუნქციურად. ღეჭვის პროცესი ხდება სრულფასოვანი, დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ყბის ორივე მხარეს, რაც ხელს უშლის ყბის კუნთების ასიმეტრიულ განვითარებას.
საბოლოოდ კი, დენტალური იმპლანტები გმატებთ თავდაჯერებულობას, რაც უფრო მიმზიდველია თქვენი ღიმილი, მით უფრო მაღალია თქვენი თვითშეფასება და ცხოვრების ხარისხი.
დენტალური იმპლანტების დაფიქსირების შემდგომ მისი მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს. „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გუნდი გირჩევთ, ყოველდღიურად საშუალოდ 3 წუთის მანძილზე გაიწმინდოთ პირის ღრუ კბილის ჯაგრისისა და ირიგატორის გამოყენებით. ასე თქვენ თავიდან აიცილებთ იმპლანტებს შორის საჭმლის ნარჩენების დაგროვებასა და ბაქტერიების გამრავლებას.
პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენი პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაიწყებს შესაბამის მკურნალობას. სწორედ ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტია თქვენი სასიამოვნო და ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნების გარანტია.
კბილის იმპლანტის ფასი ჩვენს კლინიკაში 1,260 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია გამოყენებულ მასალაზე. "ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის იმპლანტებს და ფასი, ხარისხთან შედარებით, ყოველთვის ხელმისაწვდომია.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: პროცედურების ფასები
იმპლანტაციის ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16
ჩაეწერე საუკეთესო იმპლანტოლოგთან და გაიღიმე თავდაჯერებულად!