„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისა“ და „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკის“ კოლაბორაციის ფარგლებში გაიხსნა სტომატოლოგიური ცენტრი, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ყველა სტომატოლოგიური პროცედურა ჩაიტარონ სრული ნარკოზით.
ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესთან ასოცირდება — მათ უკვე შეუძლიათ საჭირო მომსახურება მიიღონ მაქსიმალური კომფორტისა და სიმშვიდის პირობებში.
განსაკუთრებით აღსანიშნია, რომ ჰოსპიტალში არსებულ მაღალტექნოლოგიურ საოპერაციო სივრცეებში, საქართველოში პირველად, ერთ ეტაპად ჩატარდება სტომატოლოგიური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ჩარევები.