გერმანელი სტომატოლოგების ვიზიტი ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში
20 ოქტომბერი 2025
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკამ გერმანიის წამყვან სტომატოლოგების ჯგუფს უკვე მესამედ უმასპინძლა.
ისინი დეტალურად გაეცნენ კლინიკის ინფრასტრუქტურას, უახლეს ტექნოლოგიურ აღჭურვილობას და სამუშაო პროცესს. განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს უწყობს
საერთაშორისო პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ვიზიტი და თავიანთი უკუკავშირი გაგვიზიარეს: “ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი კლინიკის ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით. ყველაფერი არის გერმანული ხარისხის მსგავსად ჩვენი კლინიკებისა”
ჩვენი კლინიკა მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით სტომატოლოგიის სფეროში მაღალი ხარისხის სტანდარტებს ამკვიდრებს.