ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
ვინირება გულისხმობს 0.2-0.5 მმ სისქის ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებით კბილის გარეთა ზედაპირის დაფარვას, როგორც ერთი კბილის მიდამოში, ასევე ტოტალური რეაბილიტაციისას.
ვინირები აუმჯობესებს კბილებს როგორც ესთეტიკურად, ასევე ფუნქციურად. აღადგენს როგორც ფორმას, ფერს, რკალში კბილთა დგომას, ასევე აუმჯობესებს ღეჭვის ფუნქციას, რაც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფაიფურის (კერამიკული) ვინირების მეშვეობით შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოყენება ესთეტიურ სტომატოლოგიაში და გვაძლევს საშუალებას ქსოვილის მინიმალური დანაკარგით დავაკორექტიროთ კბილები.
ვინირ 360 ფუნქციურად იგივეა, რაც კლასიკური ვინირი. განსხვავება ის არის, რომ ვინირ 360-ის შემთხვევაში ხდება კბილის მთელი ზედაპირის დაფარვა თხელი ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებით, რომელიც იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდებნობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
ვინირების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16