Teethan-ის შესაძლებლობების დეტალური შესწავლის მიზნით, აპარატის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა სრულყოფილად აითვისა მისი პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები.
Teethan წარმოადგენს თანამედროვე სადიაგნოსტიკო სისტემას, რომელიც ნერვ-კუნთოვან ბალანსს აფასებს მარტივი, სწრაფი და არაინვაზიური მეთოდით. ეს ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს:
ზედაპირული ელექტროგრაფიის გამოყენებით განვსაზღვროთ ოკლუზიისა და ნერვ-კუნთოვანი სისტემის კავშირი.
ეფექტურად შევაფასოთ ქვედა ყბის სტაბილურობა რეაბილიტაციისთვის.
„Teethan“-ის დანერგვა „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ სწრაფვას, პაციენტებს შევთავაზოთ მკურნალობის საუკეთესო და თანამედროვე სტანდარტები.