სასურველი ღიმილის მიღწევა დღეს უკვე სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი უმტკივნეულოდ და მინიმალური ჩარევით.
გერმანულმა კომპანია "VITA" შეიმუშავა ინოვაციური მასალა სახელწოდებით Enamic — კერამიკისა და კომპოზიტის ნარევი, რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით, ელასტიურობითა და მაღალი ესთეტიკური თვისებებით.
Enamic-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტის კბილზე პრეპარირების გარეშე ხდება. შესაბამისად არ არის საჭირო კბილის დამუშავება ე.წ. ბურღით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს და პროცედურისადმი დაკავშირებულ სტრესს.
„ასეთი ტიპის რესტავრაციები უმეტეს შემთხვევაში ანესთეზიის გარეშეც შესაძლებელია შევასრულოთ ერთ დღეში, რაც პაციენტებისთვის ძალიან დიდი კომფორტია,“ — ამბობს ექიმი კახაბერ ხარებავა.
Enamic-ით შესაძლებელია არაერთი ესთეტიკური და ფუნქციური პრობლემის გადაჭრა ,იქნება ეს წინა კბილების დაზიანება, მინანქრის გაუფერულება თუ კბილის ფორმის კორექცია. პროცედურა ტარდება სრულად ციფრული მეთოდით, რაც ზუსტ და გრძელვადიან შედეგს უზრუნველყოფს.