გნათოლოგ დავით დავითაძისა და ორთოპედ მიხეილ სიდამონიძის ნამუშევარი.
პაციენტის ძირითადი ჩივილები:
- სახის ქვედა მესამედის შევიწროება;
- ქვედა ყბის გადასრიალება მარჯვნივ;
- კბილთა ცვეთა;
- ესთეტიური დისკომფორტი.
მკურნალობის პროცესი:
3D რენტგენის, ზედა და ქვედა ტუჩის ანატომიური ლაგმების გათვალისწინებით ქვედა ყბის ცენტრალურ პოზიციაში დაფიქსირება, თანკბილვის სიმაღლის ეტაპობრივი აწევა ინდივიდუალური კაპების მეშვეობით, მიღებული შედეგის დაფიქსირება ორთოპედიული ვინირებით.