ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
პროფესიული წმენდის პროცედურის მიზანი კბილის ზედაპირიდან რბილი პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოცილებაა. "ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გთავაზობთ აღნიშნული პროცედურის ჩატარებას უახლესი, ბოლო თაობის აპარატით.
AIR FLOW-ს გამოყენების შემთხვევაში კბილის ზედაპირს წნევით მიეწოდება სპეციალური ქვიშა და წყალი, რაც რთულად მისადგომი ადგილებიდანაც კი აშორებს პიგმენტირებულ ნადებს. ულტრაბგერის გამოყენებით კბილს სცილდება მაგარი ნადები ისე, რომ კბილის ქსოვილი არ ზიანდება. წმენდის შემდეგ რემინერალიზაცია ფტორის შემცველი პრეპარატებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
პროფესიული ჰიგიენური წმენდის შემდეგ კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ელფერი, მცირდება არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
პროცედურა კარიესული პროცესების და ღრძილების ანთებითი დაავადებების ერთგვარი პრევენციააა.
პროფესიული წმენდის პროცედურა გრძელდება 40-60 წუთის განმავლობაში და რეკომენდირებულია 4-6 თვეში ერთხელ.