"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვერა, ქუჩიშვილის N11
განაკვეთი: ნახევარი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (09:00-15:00 ან 15:00-21:00)
ანაზღაურება: საათობრივი, საათში 5 ლარი (გადასახადების გარეშე) + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტომატოლოგიური მასალების რეცხვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია (სტერილიზაცია აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რაც მედდას უმარტივებს მუშაობის პროცესს)
** იარაღების დახარისხება სტომატოლოგიური მიმართულებების მიხედვით და შესაბამის კონტეინერში გადანაწილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამედიცინო განათლების დიპლომი საექთნო მიმართულებით.
უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდურობა
ჩვენს კლინიკაში დასაქმებული მედდები უფასოდ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@blitsdental.com