“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით ამიერკავკასიის მასშტაბით მოწინავე პოზიციაზე დგას. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი სტომატოლოგიური სერვისებით. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ოპერატიულად, ერთ მისამართზე (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერი), მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მიიღოთ თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური სერვისები. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს ისეთ ნაკლებად ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორებიცაა: კბილების გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გასწორება ბრეკეტებითა (მეტალის ბრეკეტები, ფაიფურის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები) და კაპებით, კარიესის მკურნალობა (კბილის არხების დაბჟენა) და ა.შ.
ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმვამდე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრობლემის სწორ დიაგნოსტირებასა და მკურნალობისწინარე გამოკვლევების ჩატარებას. პირის ღრუსთან დაკავშირებული, ნებისმიერი სახის პროცედურის წინ, იქნება ეს დაკარგული კბილის ადგილას იმპლანტის მოთავსება თუ პირის ღრუს რბილი ქსოვილების გაჯანსაღება, აუცილებელია, თქვენმა სტომატოლოგმა ბოლომდე გამოიკვლიოს პრობლემის არსი და შემდგომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობის კურსი. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” პროფესიონალთა გუნდი სტომატოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის პროცესში იყენებს 21-ე საუკუნის უახლეს მეთოდებსა და დანადგარებს როგორებიცაა:
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, კომფორტულ გარემო. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ მომსახურება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პატარებისთვისაც. ბავშვები ჩვენს კლინიკაში თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან გარემო სრულადაა მორგებული მათ პოზიტიურ გამოცდილებაზე- სათამაშო სივრცეები და ფერადი აპლიკაციები კედლებზე, ამხიარულებს მათ ხოლო ჩვენი გუნდის პროფესიონალები, თავიანთი პრაქტიკული ცოდნისა საფუძველზე უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში მიღებული ცუდი გამოცდილების გამო არ ჩამოუყალიბდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში. ჩვენი კლინიკის ექიმები პროფესიონალურ კონსულტაციას გაგიწევენ და უზრუნველყოფენ, რომ პირის ღრუს მკურნალობა, თქვენი და თქვენს პატარებისათვის რაც შეიძლება კომფორტული და ნაკლებად სტრესული იყოს.
მომსახურების ფასების, სტომატოლოგიური განვადებისა თუ სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციისშესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებადდაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16